სარჩევი / გვერდები

➥ სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში






სასწავლო პროცესის დაგეგმვა

სასწავლო პროცესის დაგეგმვის 5 ინდიკატორი, რომელიც მასწავლებელმა ყოველდღიურად უნდა გაითვალისწინოს.


>>>>











***

 3.1. მეორე უცხოური ენა - სტანდარტი


შესავალი
სტანდარტში შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები.

შინაარსი აღიწერება საგნობრივი ქვეცნებებისა და თემატური ბლოკების/თემების სახით.

შედეგების მიღწევის ინდიკატორები მიგვითითებს, თუ რა უნდა შეფასდეს სწავლა-სწავლების პროცესში სასწავლო თემის ფარგლებში.

საფეხურის შედეგები
სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების საფეხურსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., IIუცხ.დაწყ.1.:

„IIუცხ“- მიუთითებს მეორე უცხოურ ენას; „დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს; „1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.


ქვეცნებები სამიზნე ცნებების მიხედვით


სამიზნე ცნებები

ქვეცნებები

 ტექსტი

 

(IIუცხ.დაწყ.1,2,3,4)

 

კომუნიკაციის სიტუაციური მახასიათებლები:

·         კომუნიკაციის მიზანი;

·         კომუნიკაციის მონაწილეები, ადრესატი, ადრესანტი, აუდიტორია და მისი რაგვარობა (მაგ., გამყიდველი, მყიდველი, ექიმი, გამყიდველი, თანატოლები);

·         კომუნიკაციის ადგილი და დრო;

·         კომუნიკაციის თემა;

·         კომუნიკაციის არხები/ფორმატი.

 

დისკურსული ჟანრები

 

წერითი კომუნიკაციის ჟანრები:

·         პრაგმატული ტექსტები (მაგ., განრიგი/პროგრამა, გზის მარშრუტი, მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერა (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება, აბრა, ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, ბილეთი, კატალოგი, მენიუ, კულინარიული რეცეპტი, ამინდის პროგნოზი;

·       კორესპონდენცია (მაგ., ღია ბარათი, მეგობრული წერილი, ბლოგპოსტი, მარტივი შეტყობინება/SMS);

·         სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) და ადაპტირებული ტექსტები: მაგ., თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები , სტატია საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან, ზღაპარი, კომიქსი, ლექსი);

·         საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტები (მაგ., პოსტერი, აფიშა, კედლის გაზეთი).

 

ზეპირი კომუნიკაციის ჟანრები -  დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები, ინტერვიუ, პრეზენტაცია,  გათვლები, ენის გასატეხები, საბავშვო სიმღერები, ლექსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო რადიო ან ტელეგადაცემები.

 

ტექსტის სტრუქტურა

·         მაორგანიზებელი ვერბალური და არავერბალური ელემენტების განლაგება (მაგ., სათაურ, ქვესათაური, აბზაცი,  რუბრიკა, ილუსტრაცია,  სქემა, ლოგო);

·         სასვენი ნიშნები;

·         ვიზუალური ეფექტები (ილუსტრაციები, ტიპოგრაფიულმინიშნებები - დახრილი, წვრილი/მსხვილ შრიფტ, ხაზგასმა).

არავერბალური  კომუნიკაციის საშუალებები: ინტონაცია, მახვილი, პაუზა, ხმის ტემბრი, მეტყველების ტემპი  (ზეპირ ტექსტში).

ზეპირი ინტერაქციის სტრუქტურირება: საუბრის წამოწყება, საუბარში ჩართვა, რეპლიკაზე ადეკვატური პასუხის გაცემა.

სტრატეგიები: კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიები.

სამეტყველო ქმედება

 

(IIუცხ.დაწყ.3,4,5,6)

ფუნქციური სამეტყველო ქმედებები - ცალკეული ფუნქციური გამონათქვამები/გამონათქვამთა ბმული თანამიმდევრობა  ინტერაქციისთვის:

 

·         სოციალური ურთიერთობებისას:  მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, ნებართვის აღება/მიცემა;

·         ინფორმაციის მოსაპოვებლად: სახელი, გვარი, ასაკი, ცხოველის/საგნის აღწერა/დახასიათება (გარეგნობა, ფერი, ფორმა, ზომა...); თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება;

·         შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ: მოწონება/არმოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა;

·      ქმედებებისა და საქმიანობების შესახებ (მაგ., ბრძანების ან ინსტრუქციის მიცემა, დახმარების თხოვნა, თხოვნაზე პასუხის გაცემა დათანხმებით, ყოყმანით, უარის თქმით; რაიმეს გაკეთების შეთავაზება, შეთავაზებაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა; გაფრთხილება; ნებართვის თხოვნა/მიცემა);

·         ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: მარტივი ემოციებისა და შეგრძნებების გამოხატვა (სიხარული, ტკივილი, სიცივე, სიცხე...);

·         დროისა და სივრცის შესახებ: დღის/კვირის/წელიწადის დროის, მოქმედების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის განსაზღვრა - ჯერ/შემდეგ, ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.

ენობრივი საშუალებები

 

(IIუცხ.დაწყ.1,2,3,4,5,6)

ლექსიკა

·         სემანტიკური კავშირები - ანტონიმები, ომონიმები, ლექსიკური  ბუდეები

·         სიტყვები და შესიტყვებები დროითი, სივრცითი, რაოდენობრივი, თვისებრივი მოცემულობებისა და  ლოგიკური კავშირების გამოსახატავად;

 

გრამატიკა

·         ფონეტიკა 

·         ორთოეპია

·         მორფოლოგია

·         მართლწერის საკითხები

·         სინტაქსი

 

სტრატეგიები

ლექსიკისა და გრამატიკის სწავლის სტრატეგიები.

კულტურათა დიალოგი

(IIუცხ.დაწყ.5,6)

 

სოციოკულტურული  რეალიები

·         დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძები, პერსონაჟები და სხვ.

·         კვება: მოზარდის ჩვეული  საუზმე;

·         თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: ტიპობრივი აქტივობები;

·         სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი;

·         საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები;

·         შესასწავლი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოები;

·         შესასწავლი ქვეყნის დედაქალაქი/ქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა.

კულტურული არტეფაქტები

სიმღერა, სპექტაკლი, სახვითი ხელოვნების ნიმუში, მულტფილმი, პოეზიის ნიმუში  და სხვ.

ენაში აღბეჭდილი სამყარო

ენის გასატეხები, მყარი შესიტყვებები.

 


ძირითადი თემატური ბლოკები და სასწავლო თემები

თემატურ ბლოკებში წარმოდგენილია ის შინაარსობრივი საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას და შეესაბამება ენობრივი ცოდნის მოცემულ დონეს.

I. მე და სამყარო
• სახლი და უახლოესი გარემო (ოჯახი/ნათესავები; ქალაქი/სოფელი; საცხოვრებელი ადგილი, სახლის ინტერიერი, ავეჯი/საყოფაცხოვრებო ნივთები);
• თანატოლები (კლასელები, მეგობრები, ასაკი, გარეგნობა, საყვარელი აქტივობები, ინეტერესები);
• ყოველდღიური ცხოვრება (სკოლა, სასწავლო საგნები, სასკოლო ნივთები და აქტივობები; დღის განრიგი, ყოველდღიური საქმიანობები);
• თავისუფალი დრო, გართობა (თამაში/სათამაშოები, სპორტი, სეირნობა);
• ბუნება (მთა, ტბა, მზე, მთვარე, ზღვა, მდინარე, ცხოველები, მცენარეები, ბუნების მოვლენები, ამინდი);
• ჯანმრთელობა (სხეულის ნაწილები; ავადმყოფობა, წამალი, ექიმი, საავადმყოფო);
• საჭმელ-სასმელი (ხილი, ბოსტნეული, სურსათი, ჭურჭელი);
• საყიდლები (ტანსაცმელი/ფეხსაცმელი; მაღაზიები);
• კალენდარი (წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დაბადების დღე).

II. სოციოკულტურა და კულტურა:
• წეს-ჩვეულებები (ყოფით სიტუაციებში ქცევები და ურთიერთობები);
• დღესასწაულები და ტრადიციები (ახალი წელი კერძები, სამოსი);
• ყოფითი რეალიები;
• შესასწავლი ქვეყნის დედაქალაქი/ქალაქი, ცნობილი ღირსშესანიშნაობები.

სასწავლო თემების ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სტანდარტის ზოგადი კრიტერიუმები დაკონკრეტდება ცალკეულ თემაში წარმოდგენილი შინაარსის გათვალისწინებით.

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ზოგადი ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით

 

ტექსტი (IIუცხ.დაწყ.1,2,3,4) - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         მოსმენა/ კითხვა/ მოსმენა-ყურება - განსახილველ თემატიკის შესახებ კონკრეტული წერილობითი/ზეპირი ჟანრის ტექსტებზე დაყრდნობით მოსასმენი/საკითხავი ამოცანების გადაჭრა სათნადო სტრატეგიების გამოყენებით;

·         წერა/წერითი მეტყველება - ნაცნობ თემატიკის შესახებ წერილობითი ჟანრის ტექსტების შექმნა ნიმუშზე დაყრდნობით სათანადო სტრატეგიების გამოყენებით;

·         ლაპარაკი/ზეპირი მეტყველება - ზეპირი  ჟანრის ტექსტების (მაგ., ინტერვიუ, დიალოგი, პრეზენტიცია) მახასიათებლების დაცვით ნაცნობ თემატიკაზე გასაგებად და თანმიმდევრულად ლაპარაკი საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი არავერბალური  კომუნიკაციის საშუალებებისა (ინტონაციის, მახვილის, პაუზის, მიმიკა-ჟესტიკულაციის) და სტრატეგიების  გამოყენებით;

·         ინტერაქცია - ნასწავლ თემატიკაზე ზეპირ თუ წერილობით ინტერაქციაში მონაწილეობა, ინტერაქციის სტრუქტურირება - ინტერაქციის წამოწყება, ინტერაქციაში თანმიმდევრულად ჩართვა, ინტერაქციის დასრულება;

სამეტყველო ქმედება  (IIუცხ.დაწყ.3,4,5,6) - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში ფუნქციური სამეტყველო ქმედებების მიზნობრივად    განხორციელება სათანადო ნასწავლი გამონათქვამებისა და ლექსიკურ-გრამატიკული ცოდნის  გამოყენებით;

ენობრივი საშუალებები (IIუცხ.დაწყ.1,2,3,4,5,6) - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         სათანადო სტრატეგიების გამოყენებით თემაში ნასწავლი ლექსიკური თემატიკისა და გრამატიკული  საკითხების ცოდნის ფუნქციურ კონტექსტებში მართებულად გამოყენება;

კულტურათა დიალოგი (IIუცხ.დაწყ.5,6) - მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         თემაში შესწავლილი კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების  წარმოჩენა და  გაზიარება.


რუსული ენა

Грамматика
1. Фонетика.
Гласные и согласные звуки. Звонкие и глухие, сонорные, шипящие согласные.
Твёрдые и мягкие.Обозначение мягкости согласных ( согласные с ь, е, ё, ю, я).
Слог.Ударение и ритмика. Правила переноса слов.

2. Орфография. Орфоэпия.
Изменение звуков в речевом потоке.
Произношение и правописание безударных гласных.
Произношение и правописание гласных после шипящих и ц.
Произношение и правописание буквосочетаний чк, чн, щн, нч, нщ.
Правописание –тся и –ться в глаголах. Частица не с глаголами.

3. Морфемика.
Виды морфем (корень, префикс, постфикс, флексия).

4. Лексика. Речь. Текст.
Слово как единица языка, его лексическое значение.
Однозначные и многозначные слова.
Антонимы.
Речь диалогическая и монологическая.
Текст.Тема текста. Основная мысль текста. Простой план.

5. Морфология.
Имя существительное.
Одушевлённые и неодушевлённые,собственные и нарицательные имена существительные.
Род. Число. Падеж. Существительные, имеющие форму только единственного (молоко, дружба) и только множественного числа (очки, ножницы).
Система падежей русского языка. Употребление падежей.
Именительный падеж для обозначения лица или предмета, грамматически не зависимых от других слов.
Родительный падеж места и направления движения с предлогами из, до, от, у, около, с.

Дательный падеж
• адресата без предлога;
• адресата , приближения или присоединения с предлогами к,по.

Винительный падеж
• объекта;
• места с предлогами в, на.

Творительный падеж
• совместимости действия с предлогом с;
• места с предлогами над, под, перед.

Предложный падеж
• с предлогом о для обозначения субъектных отношений;
• места с предлогами в, на.

Сопоставление винительного и предложного падежей места с предлогами в, на.

Имя прилагательное.
Род.Число. Падеж. Зависимость рода, числа и падежа имени прилагательного от имени существительного. Использование согласования существительного с прилагательным в именительном падеже.

Местоимение.
Род.Число. Падеж. Разряды местоимений:
Личные местоимения (я ,ты ,он,она, оно, мы ,вы, они).
Притяжательные местоимения (мой, твой, его, её, наш, ваш, их).
Указательные местоимения (этот, эта, это, тот, та, то).
Возвратное местоимение (себя).
Склонение личных и притяжательных местоимений.

Имя числительное.
Количественные и порядковые числительные. Простые, сложные и составные числительные (в пределах 100).
Употребление числительных с существительными (год, час, месяц, лар).

Глагол.
Инфинитив. Время глагола. Лицо и число. Возвратные глаголы.
Глаголы движения (пешком и на транспорте), однонаправленные и разнонаправленные.

Понятие о наречии.
Отдельные наречия
• образа действия (громко, весело и т.д.);
• меры (очень, немного и т.д.) и степени (медленно, быстро и т.д.);
• места (далеко, близко и т.д.) и времени (рано, давно и т.д.)

Служебные части речи.
Предлог.
Предлоги в, на, с,из, о,от, до, к, около, по, над, под, перед с существительными в падежах.

Союз.
Союзы а, и, или в простых предложениях.
Союзы а, но, и в сложно-сочинительных предложениях.

Частица
Частицы давай, давайте для образования повелительного наклонения.
Частица не с глаголами в отрицательных предложениях.

3.6. Синтаксис. Пунктуация.
Простое предложение.
Понятие о субъекте и предикате в предложении.

Способы выражения грамматического субъекта:
• имя существительное или местоимение в форме именительного падежа (Маша рисует.и т.д.)

Способы выражения логического субъекта:
• имя существительное или местоимение в форме винительного падежа (Меня зовут Георгий.и т.д.);
• имя существительное или местоимение в форме родительного падежа (У меня есть телефон.и т.д.)

Способы выражения предиката:
• глагол в изъявительном наклонении.

Согласование между подлежащим и сказуемым в предложении.

Предложения утвердительные и отрицательные.

Способы выражения лексико-смысловых отношений в предложении:
• объектные отношения (падежные конструкции существительных): (Я рисую мишку. и т.д.);
• атрибутивные отношения (согласованное определение):(Это интересная книга.и т.д.);
• пространственные отношения (предложно-падежные конструкции существительных):(Я живу в Тбилиси. и т.д.);
• временные отношения (наречия): (Я долго спал.и т.д.)

Невопросительные предложения:
• повествовательные, утвердительные (Сегодня я сдала экзамен. Дима слушает музыку.и т.д.);
• отрицательные (Я не иду в школу. и т.д.)

Вопросительные предложения (Что это? Куда ты идёшь?и т.д.)

Двухкомпонентные модели (Сестра играет.Мама-доктор.и т.д.)

Простые предложения с противительным союзом а (Это не шашки, а шахматы. и т.д.)

Обращение и его выражение.Формы выражения приветствия. (Здравствуйте, Анна Ивановна. и т.д.)

Сложное предложение.
Понятие о бессоюзном и союзном(сложносочинённом) предложении.





მუხლი 6. სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში


პუნქტი 1. მეორე უცხოური ენა დაწყებით საფეხურზე
ქვეპუნქტი 1. მეორე უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე

დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:

  •  მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
  • მეორე უცხოურ ენაზე ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
  • ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
  • ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.


მიმართულებების აღწერა

დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება სამი მიმართულებით უნდა გაიშალოს:
1. კომუნიკაცია (მოსმენა/მოსმენა-ყურება, კითხვა, წერა, ლაპარაკი),
2. უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება,
3. კულტურათა დიალოგი.


1. მიმართულება: კომუნიკაცია

მოსმენა/მოსმენა-ყურება - ამ ეტაპზე მოსმენა მეორე უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს წარმოადგენს, ამიტომ სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი წარმოთქმის ჩამოსაყალიბებლად. მოსასმენი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები უნდა შეიცავდეს ნაცნობ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციებს.

კითხვა - მოსწავლეები მუშაობენ როგორც გაწაფულ კითხვაზე, ანუ კითხვის ტექნიკაზე, სიტყვების, წინადადებების გაშიფრვაზე, ისე - ტექსტების გაგებაზე. ტექსტის გაგების უნარის გასავარჯიშებლად, მოსწავლეები უნდა ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა, რომლის გადაჭრაც აიძულებს მათ კითხვისას სააზროვნო ოპერაციების წარმოებას;

წერა - აღნიშნულ ეტაპზე სწავლება, ძირითადად, რეპროდუცირებას დაეფუძნება. წერითი დავალებები მრავალფეროვან, სახალისო და შინაარსიან კონტექსტებზე უნდა აიგოს. წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას.

ლაპარაკი – პირველ ეტაპზე სწავლების სტრატეგია მიმართულია რეპროდუცირებისკენ. რეპროდუცირების მიზანია სწორი წარმოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება-განმტკიცება. პროდუცირება შეზღუდული სახით მიმდინარეობს. მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ და უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.


2. მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება

ეს მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდას, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი უნარი, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრას გულისხმობს ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს ენობრივი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა. ამ ეტაპზე მოსწავლეები სამიზნე ქვეყნის კულტურულ და სოციოკულტურულ რეალიებზე განახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებს.

3. მიმართულება: კულტურათა დიალოგი


უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება “კულტურათა დიალოგი".

მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ამოიცნონ უცხო კულტურის თავისებურებები, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ და პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს კულტურული კუთვნილების განცდას გაუძლიერებს, საშუალებას მისცემს გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლოს საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასება.


ქვეპუნქტი 2. V-VI კლასების სტანდარტი

ა) დაწყებითი საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ინდექსების განმარტება

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების საფეხურსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., IIუცხ.დაწყ.1.:

„IIუცხ.“ - მიუთითებს საგანს „მეორე უცხოური ენა“;
„დაწყ.“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(II)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V-VI კლასებს;
„1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

მეორე უცხოური ენის სტანდარტი

შედეგების ინდექსები
1.    მიმართულება: კომუნიკაცია

სტანდარტის შედეგები
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)1.
სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის  ტექსტების  გაგება.  
მოსმენა/ მოსმენა-ყურება
IIუცხ.დაწყ.(II)2.
სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
IIუცხ.დაწყ.(II)3. 
გაწაფულად კითხვა.


კითხვა

IIუცხ.დაწყ.(II)4
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ზოგადი შინაარსის გაგება, კონკრეტული დეტალების ამოცნობა და  კონკრეტული ინფორმაციის მოძიება.
IIუცხ.დაწყ.(II)5
სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გასაადვილებლად.
IIუცხ.დაწყ.(II)6.
მოდელის ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა ნასწავლი თემატიკის გარშემო და ელემენტარულ ენობრივ საშუალებების გამოყენება, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმებისა დაცვა.


წერა
IIუცხ.დაწყ.(II)7
სათანადო სტრატეგიების გამოყენება ნაწერის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.
IIუცხ.დაწყ.(II)8.
სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა.


ლაპარაკი

IIუცხ.დაწყ.(II)9.
სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
IIუცხ.დაწყ.(II)10.
სამეტყველო ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება.

2.    მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
IIუცხ.დაწყ.(II)11.

მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 

3.    მიმართულება: კულტურათა დიალოგი
IIუცხ.დაწყ.(II)12.

მოსწავლემ უნდა შეძლოს ილუსტრაციებსა და ტექსტებში საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა, სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარება და მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენა.

ბ) შინაარსი
შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს:

1. თემატიკა

  • ინდივიდი: პირადი მონაცემები, წარმომავლობა, სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი; 
  • ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; ცხოველთა/ფრინველთა სამყარო; ბუნება/ბუნების მოვლენები; საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, სოფელი; ამინდი; საყოფაცხოვრებო ნივთები; სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლო საგნები; სურსათი; დღესასწაულები / ზეიმები; 
  •  აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, განრიგი, გართობა, ჰობი, სპორტი, თამაშები;  
  • ორიენტირები: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე; 
  • მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.


2. სოციოკულტურა და კულტურა

  • დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძი, პერსონაჟები და სხვა;
  • კვება: მოზარდის ჩვეული საუზმე;
  • თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: ტიპობრივი აქტივობები;
  • სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი;
  • საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები;
  • სახელმწიფო სიმბოლოები;
  • დედაქალაქი/ქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა.


3. ტექსტის ტიპები

ა) პრაგმატული ტექსტები: მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერა (გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება, აბრა), ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, ბილეთი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ღია ბარათი, მეგობრული წერილი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი.

ბ) სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) და ადაპტირებული ტექსტები:

  • თემატური დიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
  • ადაპტირებული სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან და სხვა.


გ) საბავშვო ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ზღაპრები.

დ) მულტიმედიური ტექსტები: კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები და სხვა.

4. ენობრივი საშუალებები

     4.1. სამეტყველო აქტები


  • ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას: მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა; 
  • ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება; თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება; 
  • ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ: მოწონება/არმოწონება; სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა; 
  • ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა; 
  • ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება, ადგილმდებარეობისა და მიმართულების მითითება.


4.2. გრამატიკა

დაწყებით საფეხურზე ენობრივი საკითხების სწავლება ხორციელდება პრაქტიკული აქტივობებით აბსტრაქტული ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე. მოსწავლეებმა კონტექსტში უნდა ამოიცნონ და გამოიყენონ საკომუნიკაციო მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემდეგი გრამატიკული საშუალებები:

  • დროისა და კილოს გამომხატველი ზმნის ფორმები;
  • ადგილმდებარეობის, მიმართულებისა და დროის გამომხატველი მარტივი ენობრივი საშუალებები (მაგ.: ზმნიზედა, წინდებული, შესიტყვება);
  • სინტაქსური მიმართებები მარტივი წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ზმნისა და არსებითი სახელის შეთანხმება პირსა და რიცხვში; არსებითი და ზედსართავი სახელების შეთანხმება რიცხვში/სქესში);
  • სიტყვათა რიგის დაცვა მარტივ გაუვრცობელ და გავრცობილ წინადადებაში.


ენობრივი საშუალებების დეტალური აღწერა ენების მიხედვით იხილეთ დანართში: „სარეკომენდაციო შინაარსი უცხოური ენებისათვის, V-VI კლასები“.


Комментариев нет:

Отправить комментарий