მოსმენა რუსული ენის გაკვეთილზე 15 ივლისი, 2013 ავტორი ნინო ფეტვიაშვილი ( ნაწილი I ) რუსული როგორც უცხო ენა საქართველოში დიდი ხანი არ არის რაც ისწავლება. აქამდე საგნის სწავლებისადმი მიდგომა სხვაგვარი იყო, რადგან, ძველი ტრადიციით, მასწავლებელი ასწავლიდა ენასაც და ლიტერატურასაც. რუსული ენა არ ისწავლებოდა უცხოური ენის სტატუსით. რუსულის როგორც უცხოური ენის სტატუსის დამკვიდრების შემდეგ მასწავლებლები შეეჯახნენ პრობლემას, რადგან ძველი სახელმძღვანელოები ისე გახლდათ შედგენილი, რომ მათი გამოყენება შეეძლო მხოლოდ ენის მცოდნეს, ენის შესწავლა კი ამ სახელმძღვანელებით შეუძლებელი იყო. შემდეგ დაიბეჭდა გრიფირებული სახელმძღვანელოები. არჩევანი არ იყო დიდი და აქაც პრობლემას წავაწყდით, რადგან ამ წიგნებით სწავლება კიდევ უფრო რთული გახდა, თუ ახალი მეთოდებით არ იყავი შეიარაღებული, არ გქონდა ახალი რესურსის მოძიების საშუალება. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აუცილებელია, მასწავლებელმა ერთმანეთისგან გამიჯნოს რუსული ენის სწავლებისადმი ძველი და ახალი მიდგომა. იგი კარგად უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას (სტანდარტს) და, უპირველესად, განსაზღვრავდეს, რომელი საკომუნიკაციო უნარი უნდა გამოუმუშაოს მოსწავლეს. უცხოური ენის, ჩვენს შემთხვევაში – რუსულის, სწავლება მოიცავს რამდენიმე ასპექტს. ამჯერად აუდირებაზე შევჩერდები, რადგან დღეს, შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით მუშაობას ყველაზე ნაკლები დრო ეთმობა გაკვეთილზე ან სრულიად არ ექცევა ყურადღება. სახელმძღვანელოებში არ არის საკმარისი მასალა და რესურსი, ამიტომ მასწავლებელს თვითონ უწევს ზრუნვა მის შესაქმნელად ან მოსაძიებლად. წარმოგიდგენთ იმ ხარვეზებს, რომლებსაც ვაწყდებით მოსმენაზე (აუდირებაზე) მუშაობის დროს: 1. აუდირებას როგორც აუცილებელ ელემენტს მასწავლებელი ხშირად არ ითვალისწინებს. მას მიაჩნია, რომ გაკვეთილზე მისი რუსულად მეტყველება მოსმენაზე მუშაობაა. ეს მცდარი აზრია. 2. აუდიოტექსტის მიწოდებამდე მასწავლებელი საფუძვლიან მოსამზადებელ სამუშაოს ატარებს, რაც მოსწავლეს ყოველგვარ სირთულეს უხსნის. 3. აუდიოტექსტის მოსმენისას მასწავლებელი ცდილობს, ახსნას ყველა გაუგებარი და რთული ფრაზა. ამით მოსწავლეს უჩნდება მუდმივი დახმარებისა და კარნახის მოთხოვნილება. 4. მასწავლებელი მოსმენამდე ნებას რთავს მოსწავლეებს, ტექსტს გადახედონ (გადაიკითხონ), რაც არ იძლევა აუდირების უნარის განვითარების საშუალებას. 5. ტექსტის მოსმენისას მოსწავლემ არ იცის, რა მიზნით, რისთვის ისმენს მას. 6. სასწავლო პროცესში სათანადოდ არ არის გამოყენებული ავთენტური აუდიოტექსტები: ნაწყვეტები ფილმებიდან, ტელე- და რადიოგადაცემებიდან. 7. სამწუხაროა, მაგრამ ის მასწავლებლებიც კი, რომლებიც აუდირებაზე მუშაობენ, საგამოცდო საკითხებში ამ მიმართულებას გვერდს უქცევენ, რაც არ აძლევთ საშუალებას, გაზომონ შედეგი. ამით მოსწავლეებს ეკარგებათ აუდირებაზე მუშაობის მოტივაცია. ხარვეზების გათვალისწინებით, მასწავლებლებს სთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს: 1. აუდირება გაკვეთილის აუცილებელ ელემენტს უნდა წარმოადგენდეს. თავდაპირველად ეს შეიძლება იყოს ბგერის, ფრაზის, სიტყვის ამოცნობა, შემდეგ – ტექსტის მიზნობრივი მოსმენა, მასწავლებლის მონათხრობი რეალური მოვლენების შესახებ, შეცდომის აღმოჩენის მიზნით მოსმენა და სხვა. 2. სასურველია, აუდირებას მოიცავდეს საშინაო დავალებაც, თუმცა ჩვენი სინამდვილის პირობებში ეს რთულია. სახელმძღვანელოებს არ მოჰყვება მოსასმენი დისკები და აქ მასწავლებელს საკუთარი რესურსების გამოყენებით მოუწევს მუშაობა. 3. რეკომენდებულია გაკვეთილზე ავთენტური აუდიოტექსტების გამოყენება. 4. აუდიოტექსტების მოსმენამდე აუცილებელია მოსმენის მიზნის განსაზღვრა. მაგ., საჭირო ინფორმაციის ამოცნობა, მოსმენილი ინფორმაციისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ინფორმაციის შედარება და სხვ. 5. მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს მოსასმენი ტექსტის სირთულე, სირთულის შემთხვევაში ასწავლოს მოსწავლეს ძირითადი აზრის გამოტანა და არა ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება. 6. დიალოგსა და პოლილოგზე მუშაობისას სასურველია, მოსწავლეებმა ტექსტი წაკითხვამდე მოისმინონ. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ერთდროულად აუდირებაზეც მუშაობს და შემოაქვს ახალი ტექსტიც. თანამედროვე მეთოდიკის მიხედვით, არ არის რეკომენდებული, დიალოგზე მუშაობა განვიხილოთ როგორც კითხვაზე მუშაობა. 7. აუცილებელია საკონტროლო და საგამოცდო ტესტებში აუდირების საკითხების შეტანა. აუდირების სწავლება ხდება სამი ეტაპის გავლით:
ტექსტისმოსმენამდე ტიპური დავალებებია:
ტექსტის მოსმენის დროს:
ტექსტის მოსმენის შემდეგ (მოსმენილი ტექსტის გაგების კონტროლი):
დღევანდელი რეალობიდან და სახელმძღვანელოების შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელს ყველაზე მეტად მოსმენის რესურსის მოძიებაში უნდა დავეხმაროთ. სტატიის ციკლი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ ერთი გაკვეთილის ნიმუშს, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ტექსტი. წარმოგიდგენთ დავალებების ნიმუშებს მოსმენაში: I. 1. Слушайте и повторяйте пары слов.
2. Прослушайте слова: чай, шьют, сел, пьёт, найдите каждое из них в графическом ключе. чей- чай – чья, шьём – шутка – шьют и т.д. 3. Слушайте вопросы и отмечайте в графическом ключе возможный ответ. II. 1. Слушайте фразы, отмечайте слова, которые названы (имена, географические названия и т.д.). 2. Диктант. Слушайте текст, постарайтесь понять его содержание. Вновь прослушайте текст и пишите. 3. Прослушайте текст, заполните пропуски в графическом варианте текста. III. 1. Прослушайте ряд слов, запомните и воспроизведите из них те, которые относятся к одной теме (тема называется). 1. Прослушайте фразы, соедините их в одно предложение. 2. Прослушайте фразу, добавьте к ней еще одну, связанную по смыслу. IV. 1. Просмотрите в графическом ключе опорные слова и назовите тему, которой посвящен аудиотекст. Затем прослушайте смысловой кусок и проверьте правильность своего ответа. 2. Прослушайте текст. Определите фразу, которая адекватна содержанию текста. 3. Прослушайте текст. Ответьте на вопросы. Обозначьте цифрами пункты плана в соответствии с текстом. 4. Прослушайте текст, заполните анкету. 5. Прослушайте диалог (полилог). О чём говорили участники разговора? Что они обсуждали? Как они выражали свое мнение, свои эмоции? წყარო -1 მოსმენა რუსული ენის გაკვეთილზე (ნაწილი II)29 ივლისი, 2013ავტორინინო ფეტვიაშვილი გთავაზობთ გაკვეთილს, რომლის მიზანია მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება. გამოყენებულია ა. გრინის მოთხრობის ადაპტირებული ვარიანტი. თემას ორი (დაწყვილებული) გაკვეთილი ეთმობა. ტექსტი ადაპტირებულია, შესაბამისად, შეიძლება შეიტანოთ საშუალო საფეხურზე, ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. გაკვეთილის ბოლოს გთავაზობთ შეფასების კრიტერიუმებს, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისას. გაკვეთილის მსვლელობა I გაკვეთილი გამოწვევა (I ფაზა) – 5 წუთი * მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ნახატზე გამოსახულ მწვანე სანათს და ეკითხება, რას ფიქრობენ ამ საგანზე. * შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წერს მოთხრობის სათაურს «Зеленаялампа» და სვამს კითხვას, რის შესახებ შეიძლება იყოს მოთხრობა, რომელსაც ახლა მოისმენენ: Как вы думаете, о чём этот рассказ? ბავშვების ვარაუდებს იგი დაფაზე ჩამოწერს. გაკვეთილის ბოლოს შეიძლება ერთმანეთს შეადაროს ვერსიები და ტექსტის შინაარსი. შინაარსის რეალიზება (II ფაზა) და რეფლექსია (III ფაზა) – 40 წუთი მასწავლებელი კითხულობს წინასწარ 4 ნაწილად (პაუზად) დაყოფილ ტექსტს. თითოეული პაუზის შემდეგ სვამს კითხვებს. ბოლოს მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს სიუჟეტის შემდგომი განვითარების შესახებ. თითოეული პაუზის (ნაწყვეტის) გარჩევა მოიცავს ორივე ქვეფაზას – II-სა და III-ს. ვარაუდის გამოთქმა შეიძლება მომდევნო პაუზის გამოწვევადაც ჩავთვალოთ. მასწავლებელი კითხულობს პირველ პაუზას (პირველ ნაწყვეტს): Первая пауза Это случилось в 1920 году. Зимой на углу улицы стояли два человека среднего возраста, которые только что вышли из дорогого ресторана. Там они ужинали и пили вино. Одного из них звали Реймер, другого – Стильтон. Стильтон был миллионером. Теперь они смотрели на человека лет двадцати пяти, который лежал на улице. – Стильтон, почему ты так интересуешься этим человеком? Он пьяный или умер. – сказал Реймер. – Я голодный, но живой. – тихо прошептал несчастный молодой человек. – Реймер, – сказал Стильтон, – я придумал хорошую шутку. У меня есть интересный план. Он сказал это тихо, поэтому молодой человек ничего не слышал. Стильтон пригласил юношу к себе домой. Когда молодой человек хорошо поел и выпил вина, он рассказал свою историю. Его звали Джон Ив. Он приехал в город искать работу. У Ива не было образования, поэтому он долго не мог найти работу. Ив часто ночевал в парке или на улице. პირველი პაუზის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელისვამს კითხვას: Что вы узнали из этого отрывка? (Где происходит действие? Назовите главных героев и др.) (მიღებულ პასუხს იწერს დაფაზე) Как вы думаете, что будет в следующем отрывке? (პასუხს იწერს დაფაზე) შემდეგ მასწავლებელი კითხულობს მეორე პაუზას (მეორე ნაწყვეტს): Вторая пауза Стильтон послушал эту историю и сказал: – Я дам вам деньги. Купите комнату в доме на центральной улице на втором этаже. Каждый вечер с пяти до двенадцати на вашем окне должна стоять зеленая лампа. В это время вам нельзя выходить на улицу. Работа нетрудная. Если вы согласны, я буду посылать вам деньги каждый месяц. Как меня зовут, я вам не скажу. მეორე პაუზის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს: Чьи предположения совпали с текстом? Что вы еще узнали о героях из второго отрывка? Как вы думаете, что будет в следующем отрывке? (პასუხები იწერება დაფაზე) მასწავლებელი კითხულობს მესამე პაუზას: Третья пауза Ив очень удивился и сказал: – Вы не шутите? Я согласен. Я согласен даже забыть мое имя. Но сколько времени я должен жить в этой комнате с зелёной лампой? – Это неизвестно, – ответил Стильтон. – Может быть, год, може быть, всю жизнь. – Но зачем вам нужна эта зелёная лампа? – спросил Ив. – Это секрет. Большой секрет, – сказал Стильтон. – Эта лампа – сигнал. А для кого – вы никогда не узнаете. Но помните, что когда-нибудь вы станете богатым человеком. Вечером на следующий день в одном доме на окне второго этажа появилась зелёная лампа. Стильтон и Реймер стояли на другой стороне улицы и смотрели на лампу. Стильтон сказал Реймеру: – Приходите сюда иногда, дорогой Реймер, и улыбайтесь. Там за окном сидит дурак. Я купил этого дурака надолго. Он сам не знает, чего он будет ждать много лет. – Но вы тоже дурак, Стильтон, – ответил Реймер. – Что веселого в этой шутке? – Я играю с живым человеком. Это самое интересное, – сказал Стильтон. პაუზის შემდეგ შეიძლება დაისვას კითხვები კლასის დონისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით.მაგალითად: Как вы думаете, играть с живым человеком – это интересно? Почему? ცხრილზე მუშაობა. ამ დავალების შესრულება შეიძლება დაავალოთ ინდივიდუალურად ან წყვილებში. საბოლოო ვარიანტი გამოვსახოთ დაფაზე. Информация о Стильтоне Информация о Реймере Информация о Джоне Иве მეოთხე პაუზის წაკითხვამდე მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ მოთხრობის სავარაუდო დასასრული. Как вы думаете, как закончится этот рассказ? Почему вы так решили? თუ გაკვეთილი დაწყვილებულია, შეგიძლიათ გადახვიდეთ მომდევნო ნაწილზე. სხვა შემთხვევაში უმჯობესია მოთხრობის სავარაუდო დასასრული მოსწავლეებმა შინ დაწერონ. II გაკვეთილი გამოწვევა – 5 წუთი მოსწავლეები სავარაუდო დასასრულის საკუთარ ვარიანტებს სთავაზობენ კლასს. შინაარსის რეალიზება – 15 წუთი მასწავლებელი კითხულობს მეოთხე პაუზას (ბოლო ნაწყვეტს). Четвёртая пауза Через несколько лет Стильтон стал бедным. Он много играл в казино, истратил почти все свои деньги. Потом он серьёзно заболел и долго лежал в больнице. Врач прекрасно сделал трудную операцию. После операции врач пришел к Стильтону. – Вот мы и встретились, – сказал врач, серьёзный, грустный человек. – Вы узнаете меня? Я Джон Ив – человек, который сидит каждый день около зелёной лампы. Я узнал вас с первого взгляда. – Не верю своим глазам, – удивился Стильтон. – Но что случилось? – Я несколько лет сидел около лампы, – ответил Ив. – Сначала от скуки, а потом с удовольствием я начал читать книги, которые были в моей квартире. Однажды я прочитал медицинскую энциклопедию и очень удивился. Я понял, какой интересный организм у человека. Я читал эту книгу всю ночь, а утром пошел в библиотеку. Я начал заниматься, прочитал много книг. Потом я поступил в медицинский колледж и стал образованным человеком. – Да, – сказал Стильтон. – Я давно не был около вашего окна. Там еще стоит зелёная лампа? Ив не ответил. – Вам нужно спать, – сказал он. – Через три недели вы сможете выйти из больницы. Тогда позвоните мне. Может быть, я дам вам работу – писать фамилии людей, которые лежат в больнице. ტექსტის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს. იმართება მინიდისკუსია:
მასწავლებელი წინასწარ ანაწილებს დავალებას. ამის შემდეგ კითხულობს მოთხრობას. შეიძლება ტექსტის ორჯერ წაკითხვაც. მოსწავლეები ისმენენ (სელექციური მოსმენა) და მათთვის საჭირო ინფორმაციას ინიშნავენ. ამ დავალების მიზანია, შეძლონ მოსმენილი ტექსტიდან ორი ამბის ერთმანეთისგან გამიჯნვა და დაწერა. რეფლექსია – 20 წუთი მოსწავლეები წერენ და შემდეგ კითხულობენ გმირების ამბავს: История Стильтона История Джона Ива გთავაზობთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებს (ნიმუშს), რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებისას. მასწავლებელს შეუძლია ამ კრიტერიუმების შეცვლა, დამატება, ქულების შეცვლა კლასისა და ცალკეული მოსწავლეების შესაძლებლობების მიხედვით. მთავარია, შეფასება იყოს რელევანტური (მიზნის შესაბამისი) და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებისთვის წინასწარ ცნობილი. შეიძლება ამ ცხრილების გამოყენებით მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკის შექმნაც. წყარო - 2 |
▼
სარჩევი / გვერდები
▼
Комментариев нет:
Отправить комментарий