ქეთი მასწავლებელი автор: Ketevan Kalatozishvili
მეთოდების მრავალფეროვნება
- გაკვეთილებზე ვიყენებ როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიდგომებს – ეს ეხმარება სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს უკეთესად აითვისონ ენა.
კლასიკური მიდგომა - კლასიკური მეთოდები ეფუძნება გრამატიკის წესებსა და თარგმანს – ისინი კარგ საფუძველს ქმნიან.
თანამედროვე მიდგომა - თანამედროვე მიდგომები ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციაზე და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე.
სასწავლო აქტივობები - ვიყენებ როლურ თამაშებს, ჯგუფურ მუშაობას და პროექტებს – ეს მოსწავლეებს პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს.
ტექნოლოგიები - ვიდეო, პრეზენტაციები და ონლაინ რესურსები გაკვეთილს უფრო საინტერესო და დინამიურს ხდის.
პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლება - ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის საჭიროებები და ინტერესები.
შემოქმედებითი მეთოდები - სიმღერები და ლექსები სწავლას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის, ამავდროულად ამდიდრებს ლექსიკას და აუმჯობესებს გამოთქმას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий