სარჩევი / გვერდები

воскресенье, 6 августа 2017 г.

კარლ როჯერსი




როჯერსი ჰუმანისტური თეორიის წარმომადგენელია. განსხვავებით ფსიქოანალიზისგან, რომელიც ადამიანის მიმართ პესიმიზმითა და უიმედობით ხასიათდება, ჰუმანისტური თეორია ოპტიმისტურია, იგი ადამიანის, მისი მამოძრავებელი ძალებისადმი პოზიტიურად და იმედით არის განწყობილი. სჯერა, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია ჯანმრთელი და შემოქმედებითი ზრდის პოტენციალი. თუ ფსიქოანალიზისთვის განვითარება თვით პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული და მას "ბნელი" არაცნობიერი ძალები მართავენ, როჯერსის ჰუმანისტურ თეორიაში მაშინაც კი, თუ ადამიანში ჩადებული განვითარების პოტენციალის რეალიზაცია ვერ მოხდა, (რაც მშობლების არასწორი აღზრდისა და სხვა მავნე ზეწოლების შედეგია), ეს შეფერხება შეიძლება დაიძლიოს, რადგან ადამიანს შეუძლია თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. როჯერსის ერთ-ერთი მთავარი თეზაა: ადამიანი თვითრეალიზაციის მიმართულებით მოძრაობს და იცვლება. ამავე დროს, როჯერსი თავისი თეორიით ფენომენოლოგიური თეორიის წარმომადგენელიცაა. როჯერსის თვალსაზრისზე გავლენა მოახდინა ფენომენოლოგიამ, ფილოსოფიის დარგმა, რომელიც ეფუძნება უშუალო გამოცდილებას და აღქმას ინტერპრეტაციების გარეშე. როჯერსი ფენომენოლოგიას, როგორც ადამიანის შესახებ მეცნიერების საფუძველს განიხილავდა. მისი აზრით, ფსიქოლოგიური გამოკვლევები უნდა წარმოადგენდეს მიზანდასახულ, კარგად ორგანიზებულ ქმედებას, მიმართულს შინაგანი, სუბიექტური გამოცდილების გაგებაზე. მისი აზრით, სწორედ თერაპიის გზით მიღებული კლინიკური მასალაა ფენომენოლოგიური მონაცემების უმდიდრესი წყარო. როჯერსის მიდგომა იდიოგრაფიული ხასიათისაა და არ ნომოთეტური, რომელიც (ნომოთეტური) პიროვნებას განზომილებების, ნიშნების თუ სხვა ზოგადი საზომებით უდგება. როჯერსი ადამიანის გაგების თავის მცდელობებს ყოველთვის კლინიკური დაკვირვებებით იწყებდა , ხოლო შემდეგ ამ დაკვირვებებს ჰიპოთეზების ფორმულირებისთვის იყენებდა. ჰიპოთეზების შემოწმებას კი უფრო მკაცრი მეთოდებით ახდენდა. თერაპიას ის როგორც ინდივიდის სუბიექტურ "გამოფხიზლებას"(„შენჯღრევას") განიხილავდა, ხოლო კვლევას კი როგორც ობიექტურ მოქმედებას, რომელიც გარკვეულ წესებს ემორჩილება.


მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

რომ როჯერსის პიროვნული, ცხოვრებისეული გამოცდილება სიმპტომატურად აირეკლა მის მეცნიერულ მოღვაწეობაში და შესაბამისი მიმართულებით წარმართა მისი მეცნიერული მსოფლმხედველობა.
როჯერსი დაიბადა 1902 წელს ამერიკაში, ილინოისის შტატის დაბა ოუკ პარკში პროტესტანტი მღვდლის ოჯახში, სადაც იზრდებოდა მკაცრ რელიგიურ და ზნეობრივ ატმოსფეროში. მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ბავშვების აღზრდას და თავიდანვე შეაჩვიეს შრომას. თვითონ როჯერსი თვლის, რომ უკვე ბავშვობაში ოჯახური გარემოს გავლენით მას ორი საკითხისადმი ჩამოუყალიბდა განწყობა და ინტერესი - ეს იყო მორალური და ეთიკური საკითხები (რაც რელიგიის გავლენა იყო), ხოლო მეორე _ ინტერესი ბუნებისმეტყველების (საბუნებისმეტყველო მეთოდების) მიმართ. ამ უკანასკნელის მიზეზს როჯერსი იმით ხსნის, რომ ბავშვობაში ეხმარებოდა მამას მისი იდეის განხორციელებაში აეშენებინა ფერმა მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით, რის გამოც მან სოფლის მეურნეობის საკითხებზე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა დაიწყო. თუ თვალს გავადევნებთ ფროიდის შემდგომ ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ვნახავთ, რომ იგი ცოდნასაც, პარალელურად, ამ ორი მიმართულებით იძენს: თავიდან მან ვისკონსიის უნივერასიტეტში სასოფლო სამეურნეო სპეციალობა აირჩია და ორი წელი ამ ფაკულტეტზე ისწავლა, შემდეგ კი სასულიერო მოღვაწეობის დაწყება სცადა _ ჩააბარა ლიბერალურ-თეოლოგიურ სემინარიაში. მაგრამ აზიაში (ჩინეთში) 1922 წელს მოგზაურობის დროს სხვადსხვა ეროვნების ხალხთან და სხვადსხვა რელიგიური დოქტრინების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ეჭვი შეეპარა კონკრეტული რელიგიური დოქტრინების სისწორეში, რამაც შეასუსტა მისი ფუნდამენტალისტური რელიგიური შეხედულებები. ამიტომ მან მიატოვა სემინარია და დაიწყო მუშაობა როჩესტერში კლინიკურ ფსიქოლოგად ბავშვთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში. როჯერსმა 1931 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგიური კოლეჯი ფსიქოლოგიის განხრით და მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სწავლის პერიოდში, ის "გაიჟღინთა", ერთის მხრივ ფროიდის დინამიკური თეორიის იდეებით და, მეორეს მხრივ, მკაცრი, ობიექტური, მეცნიერული, სტატისტიკური შეხედულებებით ფსიქოლოგიაზე, რომელიც დახვდა მას კოლეჯში. როჯერსმა პირველი ფსიქოთერაპიული გამოცდილება სწორედ ბავშვ თა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში მიიღო და რამდენიმე წლის თავზე გამოაქვეყნა წიგნი "პრობლემური ბავშვის კლინიკური მოვლა". ამის შემდეგ იგი ოჰაიოს უნივერსიტის პროფესორია, განაგრძობს მუშაობას ფსიქოთერაპიაში და მაგნტოფირზე იწერს ფსიქოთერაპიული სეანსების მიმდინარეობას. ამ მონაცემებმა და პედაგოგიურმ მოღვაწეობამ ბიძგი მისცა როჯერსს გაეანალიზებინა თერაპევტისა და კლიენტის ურთიერთობა, რაც მის წიგნში "კონსულტაცია და ფსიქოთერაპია (1942) აისახა კიდეც. 1945 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში როჯერსმა დააარსა საკუთარი ფსიქოთერაპევტული ცენტრი, რომლის დირექტორიც იყო 1957 წლამდე. 1951 წელს გამოვიდა როჯერსის წიგნი "კლიენტზე ცენტრირებული თერაპია", სადაც პირველად იყო წარმოდგენილი თერაპიასთან ერთად მისი პიროვნების თეორია. წიგნში მოყვანილია გამოკვლევები, რომლებიც მის დებულებებს ასაბუთებენ: მკურნალობის პროცესში როჯერსი მთავარ ფიგურედ თვლიდა პაციენტს, და არა ფსიქოთერაპევტს. ეს სიახლე იყო ფსიქოთერაპიაში, რადგან მანმადე ითვლებოდა, რომ ფსიქოთერაპევტმა ყველაფერი იცის, ხოლო პაციენტმა კი არაფერი. როჯერსი პციენტისადმი ნდობას სულ უფრო და უფრო გამოკვეთდა და ეს მიდგომა დეტალურად აღწერა თავის წიგნში "ადამიანის ჩამოყალიბება"(1961). როჯერსის წიგნში "ადამიანის ჩამოყალიბება" არის თავი – "ეს მეა", სადაც როჯერს მოცემული აქვს ადამიანებთან 25 წლიანი ფსიქოთერაპიული ურთიერთობის საფუძველზე ჩამოყალიბებული რამდენიმე პრინციპი:

1. "მე აღმოვაჩინე, რომ ადამიანებთან ურთიერთობა საბოლოო ანგარიშით ვერ ხერხდება, თუ მე ისეთ ადამიანად ვაჩვენებ სხვას თავს, როგორიც სინამდვილეში არ ვარ.

2. მე აღმოვაჩინე, თუ რაოდენ დიდი ღირებულებაა – უფლება მისცე თავს, გაუგო სხვა ადამიანს.

3. გამოცდილება – ჩემთვის უმაღლესი ავტორიტეტია. . . სწორედ გამოცდილებას უნდა მივუბრუნდე ხოლმე ყოველთვის, რათა ჭეშმარიტებას მივუახლოვდე; ჩვეულებრივ, ასე ხდება ჩემი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.

4. შეიძლება სწორედ ის, რაც ჩვენში ყველაზე მეტად პირადი და უნიკალურია, ყველაზე მეტად მოქმედებს ადამიანებზე, (თუ შესაძლებლობა მოგვეცა მათთვის ამის გაზიარების).

5. პირადად ჩემი გამოცდილება მარწმუნებს იმაში, რომ ადამიანი, საბოლოო ანგარიშით მიისწრაფის დადებითი მიმართულებით განვითარებისაკენ.

6. ცხოვრება თავის საუკეთესო გამოვლინებებში – ეს არის მიმდინარე, მუდმივად ცვალებადი პროცესი, რომელშიც არაფერია გაქვავებული, დაფიქსირებული."

როჯერსი პიროვნების თეორიასთან (აკადემიურ ფსიქოლოგიაში) პრაქტიკიდან-ფსიქოთერაპიიდან მოვიდა და ეს ორი მიმართულება თავის მოღვაწეობით ორგანულად და ლოგიკურად დაუკავშირა ერთმანეთს. "თეორია- ეს არის საქმიანობა, სადაც მე შემიძლია თავს სუბიექტურობის უფლება მივცე, ხოლო კვლევა არის სფერო, სადაც მე განზე უნდა გავდგე და ვეცადო ობიექტურად შევხედო ამ მდიდარ სუბიექტურ გამოცდილებას და გამოვიყენო მეცნიერების ელეგანტური და მკაცრი მეთოდები, რათა დავადგინო, ხომ არ ვცდები?" –წერდა როჯერსი.

პიროვნების სტრუქტურა

ფენომენოლოგიური ველი

როჯერსის მიხედვით პიროვნება განცდებში მოცემულ მთელი გამოცდილების ლოკუსს წარმოადგენს. ამ განცდათა მთელი ერთიანობა ქმნის ფენომენოლოგიურ ველს. იგი მოიცავს ყველაფერს, რაც პოტენციურად მისაწვდომია ცნობიერებისთვის და რაც ორგანიზმში ყოველ მოცემულ მომენტში მიმდინარეობს. F"ფენომენალური ველი არის ორიენტციის ინდივიდუალური სისტემა, რომლის შესახებაც მხოლოდ მისმა განმცდელმა პიროვნებამ იცის". "ემპათიური დასკვნის გარეშე მას ვერასოდეს გაიგებს სხვა, ანუ ზუსტი, სრული სახით მისი გაგება სხვის მიერ შეუძლებელია." ის თუ როგორ იქცევა ადამიანი, დამოკიდებულია მის ფენომენალურ ველზე (სუბიექტურ რეალობაზე) და არა გარემოს რეალობაზე. F ამრიგად, ფენომენალური ველი არის თითოეული ადამიანის მიერ დანახული, "სუბიექტურ პრიზმაში გადატეხილი", სიმბოლიზირებული რეალური სამყარო. მიტომაც, ყოველი ადამიანის ფენომენალური ველი უნიკალურია.

ფენომენალური ველი არ არის ცნობიერების ველის იდენტური. ცნობიერება ანუ ცოდნა არის ჩვენი განცდების ნაწილის სიმბოლიზაცია. ამდენად, ფენომენოლოგიურ ველს ყოველ მოცემულ მომენტში ქმნიან ცნობიერი (სიმბოლიზირებული) და არაცნობიერი (არასიმბოლიზირებული) განცდები. O ამასთან, ორგანიზმს არასიმბოლოზირებულ გამოცდილებაზეც შეუძლია რეაგირება. არის შემთხვევები, როდესაც განცდების არასწორი სიმბოლოზაცია ხდება. მაშინ ადამიანი არასწორად იქცევა. მაგრამ ადამიანს შეუძლია შეამოწმოს სამყაროს მიმართ თავისი სიმბოლიზირებული განცდები. რეალობასთან ეს გადამოწმება უმტკიცებს მას სამყაროს შესახებ სანდო ცოდნას, რაც მას რეალისტური ქცევის საფუძველს უქმნის. ზოგიერთი პერცეფციების გადამოწმება კი შეუძლებელი ხდება, ან არაადექვატურად მოწმდება, ეს კი არარეალისტურ ქცევას განსაზღვრავს და შეიძლება ზიანიც მოუტანოს ადამიანს. მაგრამ აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ არჩევს ადამიანი რეალობის მის მიერ ასახულ სუბიექტურ ხატს სწორად ასახულისგან? რის საფუძველზე ხდება ფაქტის საკუთარ სუბიექტური სამყაროს ფიქციისგან განსხვავება? ეს არის ფენომენოლოგიის პარადოქსი, რომლის გადაწყვეტაც როჯერსმა მოახერხა: ის, რომ ადამიანი ფიქრობს ან განიცდის, სინამდვილეში მისთვის რეალობა არ არის. ეს მხოლოდ მისი სამუშაო ჰიპოთეზაა რეალობის შესახებ, რომელიც შეიძლება არც იყოს სწორი. ადამიანი თავს იკავებს მანამ, სანამ არ გადაამოწმებს ამ ჰიპოთეზას. გადამოწმება კი ხდება იმ ინფორმაციის, რომელსაც ჰიპოთეზა ეყრდნობა, სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასთან D შედარებით და მიმართებაში მოყვანით. (გაიხსენეთ ლექციიდან სამარილის მაგალითი). Mაგრამ ასეთი რამ Iსვიათად ხდეულებრივ, ადამიანი თავის განცდებს(აზრებს, პერცეფციებს) როგორც რეალობის ჭეშმარიტ რეპრეზენტაციებს ღებულობს და არ უყურებს, როგორც ჰიპოთეზებს. Aამის სედეგი კი არის მცდარი შეხედულებები როგორც საკუთარი თავის, ისე გარე სამყაროს შესახებ. GGM მე (Self)-ის (მე-კონცეფციის) ცნება.

როჯერსის თეორიის ცენტრალური სტრუქტურული ცნებაა მე-ს (Self) ცნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდივიდი აღიქვამს გარემოსა და საკუთარ შინაგან გამოცდილებას და გარკვეულ მნიშვნელობებს ანიჭებს მათ. სწორედ ამ წარმოდგენებისა და მნიშვნელობების ზოგადი სისტემა ქმნის ფენომენოლოგიურ ველს. ფენომენოლოგიური ველის ის ნაწილი, რომელსაც ინდივიდი უწოდებს "მე"-ს, "თვითონ", "ჩემი" ქმნის მე-ს (Self) მე-კონცეფციას. მისთვის მე-კონცეფცია და სელფ (მე) სინონიმებია. როჯერსი წინააღმდეგია სელფ-ის I და Me-dE დაშლის (გაიხსენეთ ჯემსი), და თვლის, რომ 1. მე ჩვენში არსებული პატარა ჯუჯა კი არ არის, რომელიც ჩვენს ქცევას აკონტროლებს. ასეთი ინსტანცია პიროვნებაში არ არსებობს. მე (როჯერსთან მე-კონცეფცია) არის აღქმათა ორგანიზებული კრებადობა და 2. მე ექვემდებარება გაცნობიერებას. თუმცა ინდივიდს გაუცნობიერებელი გამოცდილებაც გააჩნია, მე-კონცეფცია, ძირითადად გაცნობიერებულია. როჯერსის აზრით, მე-ს ასეთი განსაზღვრება აუცილებელია პიროვნების შესწავლისა და გამოკვლევისთვის. მე-ში არაცნობიერი მასალის ჩადება ობიექტური მეთოდებით მის შესწავლას შეუძლებელს გახდიდაო –წერს იგი.

მე, როგორც პროცესი.

მე-კონცეფცია ერთიანი, სტრუქტურირებული, ორგანიზებული და თანმიმდევარი გეშტალტია, რომელიც სიტუაციაზე დამოკიდებულებით მუდმივი ფორმირების და ცვლილების პროცესში იმყოფება. Gგეშტალტის მსგავსად მისი ერთი ნაწილის შეცვლამ შეიძლება მთელი პატერნის შეცვლა გამოიწვიოს. „იგი აიგება მე-ს აღქმის მახასიათებლებიდან, მე-ს გარემოსთან და სხვა ადამიანებთა პერცეპტული მიმართებებდან და აგრეთვე, იმ ღირებებულებებიდან , რომლებიც ამ აღქმებთან არის დაკავშირებული." (როჯერსი). თუმცა მე-კონცეფცია მუდმივად იცვლება, იგი სტრუქტურირებულობას, ორგანიზებულობას და მთლიანობას მაინც მუდამ ინარჩუნებს. ამრიგად, განსხვავებით ბევრი თეორეტიკოსისგან, რომლებიც მე-ს როგორც პიროვნების უცვლელ, სტაბილურ ნაწილს განიხილავენ, როჯერსისთვის მე, მე-კონცეფცია პროცესია, მუდმივად ცვალებადი და არამდგრადი სისტემაა. აქედან გამომდინარეობს სწორედ როჯერსის ძირითადი თეზა, რომ ადამიანებს ზრდის და განვითარების ჩვეულებრივი უნარი კი არ აქვთ, არამედ ეს მათი არსებითი, ბუნებრივი და განმსაზღვრელი ტენდენციაა. რომ მე-კონცეფცია არის ადამიანის მიერ საკუთარი წარსულის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, აწმყოს მოვლენებსა და მომავლის იმედებზე დაფუძნებული საკუთარი თავის შეცნობა.

იდეალური მე. იდეალური მე არის არის მე-კონცეფცია, რომელიც ინდივიდს ყველაზე მეტად უნდა რომ ჰქონდეს. ინდივიდში არსებული კონცეპტუალური წარმოდგენაა, რომელსაც უნდა რომ შეესაბამებოდეს. როჯერსის იდეალური მე ჰგავს ფროიდის ეგო-იდეალს. იდეალური მე-ც, მე- კონცეფციიას მსგავსად, მუდმივად ცვალებადი სტრუქტურაა. თუ ადამიანის რეალური მე მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-იდეალისგან, იგი დისკომფორტს, დაუკმაყოფილებლობას განიცდის და შეიძლება ნევროზიც განუვითარდეს. Fფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ნიშანია საკუთარი თავის ადექვატური აღქმის უნარი და კომფორტულად თავისი თავის განცდა. M იდეალური-მე არის იდეალური მოდელი, რომლისკენაც ინდივიდი მიისწრაფის. ხოლოD თუ იდეალური მე-სა და ადამიანის რეალურ ქცევასა და მისი ღირებულებებით სისტემას შორის ძალიან დიდი განსხვავება აღმოჩნდა, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მის პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.

პიროვნების დინამიკა

როჯერსის მიხედვით ადამიანს ერთადერთი მოტივი, ერთადერთი ძირითადი ტენდენცია ამოძრავებს "მოახდინოს საკუთარი თავის აქტუალიზაცია, თვითდამკვიდრება და გაძლიერება." აქტუალიზაციის ტენდენცია გააჩნია ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს. ეს არის ზრდის, განვითარების, დამოუკიდებლობის, თვითგამოხატვის, ყველა თავისი შესაძლებლობების ამოქმედების უნივერსალური, იმპერატიული ტენდენცია. როგორც მცენარის თესლშია მოცემული მომავალში შესაბამის დეკორატიულ, მსხომიარე ხედ თუ ბალახად გახდომის ორგანული პოტენცია, ასევე ადამიანი მიისწრაფის მთლიანობისკენ, საკუთარი შესაძლებლობლების რეალიზაციისკენ. მცენარეშიც კი ისეთი შეჭიდულობა და ნდობაა სიცოცხლის მიმართ, რომ უკიდურესად მტრულ გარემოშიც კი აქვს უნარი არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ შეეგუოს, განვითარდეს და თავისი იგივეობა შეინარჩუნოს. მაგრამ ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით არ შეუძლია თვითაქტუალიზაცია, თუ ერთმანეთისგან ვერ არჩევს ქცევის განხორციელების პროგრესულ და რეგრესულ გზებს. ალტერნატივების წინაშე მდგომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცოდნა, ხოლო როცა ადამიანმა იცის, ის ირჩევს ზრდას და არა რეგრესს. თუმცა როჯერსი იმასაც უშვებს, რომ ზოგჯერ მოთხოვნილებას სწორ ქცევამდე მივყევართ მაშინაც კი თუ მათი გაცნობიერება (ადექვატური სიმბოლიზაცია) არ ხდება.

ადამიანის შემთხვევაში აქ ორ მომენტს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გამოვყოთ: ერთის მხრივ, ეს არის ერთი ძირითადი მოტივაციური ძალა – სწრაფვა აქტუალიზაციისკენ, ხოლო მეორეს მხრივ, ცხოვრების ძირითადი მიზანი გახდე თვითაქტუალიზირებული, მთლიანი (სრულყოფილი) პიროვნება. თვითაქტუალიზაციის მოტივი აქტუალიზაციის ტენდენციის შემადგენელია, ოღონდ ცნობიერი ნაწილია.

როჯერსი VS ფროიდი

თუ ფროიდისთვის პიროვნების ყველაზე მეტად არსებითი კომპონენტები ფიქსირებული და სტაბილურია, როჯერსი ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს და მხოლოდ რამდენიმე სტრუქტურულ ცნებას იყენებს. თუ ფროიდი პიროვნებას, როგორც ენერგეტიკულ სისტემას განიხილავს და მისი დინამიკური თეორია მოწოდებულია იმისთვის, რომ ახსნას თუ როგორ ხდება ენერგიის განტვირთვა, ტრანსფორმაცია ან შეკავება, როჯერსისთვის პიროვნებაში მთავარი მამოძრავებელი ძალა თვითაქტუალიზაციაა თუ ფროიდი ხაზს უსვამს ლტოლვათა როლს, როჯერსისთვის მოტივაციის ცნება მამოძრავებელი ლტოლვების გაგებით, საერთოდ არ არსებობს. Mმათ ადგილს თვითაქტუალიზაციის ტენდენცია იჭერს: " ორგანისმს აქვს ერთადერთი ძირითადი ტენდენცია და ერთადერთი სწრაფვა - მოახდინოს საკუთარი თავის აქტუალიზაცია, შენარჩუნება და გაფართოება". ორგანიზმი მიისწრაფის არა სიამოვნების მიღებისა და ტკივილის უსიამოვნების აცილებისკენ, არამედ საკუთარი მე-კონცეფციის შენარჩუნებისკენ. ინდივიდი ისეთ ღირებულებათა სისტემას ქმნის, რომლის ცენტრშიც მე-ს ღირებულება დგას. ინდივიდი ისე მოქმედებს, რომ მისი ქცევა მის მე-კონცეფციას შეესაბამებოდეს.

კონგრუენტულობა არაკონგრუენტულობა

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ როჯერსი ძალიან იყო დაინტერესებული მის მიერ შემოტანილი ცნებების ოპერაციონალიზაციით, მან ვერ შექმნა თვითაქტუალიზაციის გასაზომი ინსტრუმენტი. მოგვიანებით ამ ამოცანის შესრულება სხვა ავტორებმა სცადეს. სამაგიეროდ მისი OD თეორიის განვითარებისა და ექსპერიმენტისთვის უფრო არსებითი აღმოჩნდა როჯერსის მიერ შემოტანილი კონგრუენტულობის ცნება. როჯერსი არ ჰყოფს ადამიანებს ადაპტირებულებად ან არაადაპტირებულებად, ავადმყოფებად და ჯანმრთელებად, ნორმალუ რებად და არანორმალურებად. (ამიტომაც პაციენტის ცნების ნაცვლად კლიენტის ცნებას ხმარობს). მისთვის მნიშვნელობა აქვს, რამდენად აქვს ადამიანს უნარი თავისი რეალური სიტუაციის აღქმისა. ამიტომაც მას შემოაქვს "შესაბამისობის" (კონგრუენტობის) ცნება, რომელიც აღნიშნავს ზუსტ შესატყვისობას გამოცდილებასა, კომუნიკაციასა და გაცნო ბიერებას შორის.

კონგრუენტულობის მაღალი დონე ნიშნავს, რომ კომუნიკაცია (ის, რასაც ადამიანი მეორეს ატყობინებს), გამოცდილება (ის რაც ხდება) და გაცნობიერება( ის, რასაც ადამიანი ამჩნევს –სიმბოლოზაციას ახდენს) მეტ-ნაკლებად ერთმანეთის ადექვატურნი არიან. როდესცა ადამიანს კონგრუენტულობის მაღალი დონე გააჩნია, ეს იმას ნიშნავს, რომ თვით ამ ადამიანის და მასზე უცხო დამკვირვებლის აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

მაგალითად, არაკონგრუენტულობა ვლინდება, როდესაც ადამიანი გაჯავრებული გამოიყურება (მუშტებს კუმშავს, ყვირის, ჩხუბობს), მაგრამ ამტკიცებს, რომ არ არის გაჯავრებული. ან ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შესანიშნავად ატარებს დროს, მაგრამ სინამდვილეში მოწყენილია, მარტოობას ან უხერხულობას განიცდის. მ.შ. არაკონგრუენტულობა არის ადამიანის უუნარობა ზუსტად აღიქვას რეალობა, უუნარობა ან სურვილის არქონა თავისი გრძნობების სხვისთვის გამჟღავნების ან ორივე ერთად. განსასხვავებენ ა/ მე-კონცეფციის შინაგან კონგრუენტულობას და ბ/ მე-სა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის კონგრუენტულობას. როჯერსის მიხედვით, ორგანიზმი მოქმედებს, რათა შეინარჩუნოს შეთანხმებულობა ( უკონფლიქტო მდგომარეობა) ა/მე –კონცეფციაში მე-ს შესახებ სხვადასხვა ხატებს შორის, ერთის მხრივ, და ბ/კონგრუენტულობა მე-კონცეფციასა და გამოცდილებას შორის, მეორეს მხრივ. "უფრო ხშირად ორგანიზმი მოქმედების სწორედ იმ საშუალებებს ითვისებს, რომლებიც მე-კონცეფციას ეთანხმება". შინაგანი შეთანხმებულობის ცნება ლიკმა შემოიტანა, რომლის მიხედვითაც ადამიანი მიისწრაფის არა სიამოვნების მიღებისაკენ და ტკივილის აცილებისკენ, არამედ საკუთარი მე-კონცეფციის შენარჩუნებისკენ. ინდივიდი ღირებულებათა ისეთ სისტემას ქმნის, რომლის ცენტშიც მე-ს ღირებულება დგას. ინდივიდი ისე უკეთებს ორგანიზაციას თავის ფუნქციებს და ღირებულებებს, რომ მისი მე-ს სისტემის შენარჩუნება მოხდეს და ისე მოქმედებს, რომ მისი ქცევა მის მე-კონცეფციას შეესაბამებოდეს (ეს ქცევა მეტი არაფრითაც რომ არ ჯილდოვდებოდეს). მაგალითად, თუ თქვენ თავს მაინცდამაინც დიდად ნასწავლ ადამიანად არ თვლით, ჩვეულებრივ იქცევით კიდევაც ამ თქვენი თვითაღქმის შესაბამისად, და არ აკეთებთ ისეთ საქმეებს, რაც განსწავლული ადამიანისთვის არის ჩვეულებრივი.

შინაგანი შეთანხმებულობის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, როჯერსი გამოყოფს მე-სა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის კონგრუენტულობის მნიშვნელობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამინი ცდილობს შეუთანხმოს (დაამთხვიოს) ერთმანეთს რას გრძნობს, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, როგორ ხედავს თავის თავს. მაგალითად, თუ კეთილგანწყობილ ადამიანად თვლის თავის თავს და ამავე დროს ადამიანების მიმართ ასეთივე დამოკიდებულებას გრძნობს თავის თავში, ეს მის კონგრუენტულობაზე მიუთითებს. მაგრამ ინდივიდი არაკონგრუენტულ მდგომარეობაშია, თუ განსვლა-შეუსაბამობა არსებობს მის მე-სა და აქტუალურ სუბიექტურ გამოცდილებას შორის. მაგალითად, თვლის თავს კეთილ და შემწყნარებელ ადამიანად და განიცდის ვიღაცის მიმართ სიძულვილს.

და კიდევ ერთი სახის კონგრუენტულობასთან გვაქვს საქმე როჯერსისი თეორიაში, ეს არის შეაბამისობა მე-სა და იდეალურ მე-ს შორის. ამ შესაბამისობის გაზომვის მეთოდის შესახებ იხ. ქვევით.

არაკონგრუენტულობა და დაცვის პროცესები.

რას აკეთებს ადამიანი, როდესაც ის არაკონგრუენტულ მდგომარეობას განიცდის, ანუ როდესაც განსვლაა მის მე-სა (მე-კონცეფციასა) და აქტუალურ სუბიექტურ გამოცდილებას შორის, რათა შეინარჩუნოს შეთანხმებულობ – კონგრუენტულობა? მაგალითად, თუ თქვენ თქვენ თავს თვლით ადამიანად, რომელსაც არ შეუძლია სიძულვილი, და უცებ, რაღაც სიტუაციაში იგრძნობთ სიძულვილს ვიღაცის მიმართ, თქვენ არაკონგრუენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეს მდგომარეობა განიცდება, როგორც შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი დისკომფორტი. თუ არაკონგრუენტულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებთ, შეიძლება გაჩნდეს შფოთვა. ამ შფოთვის მიზეზი სწორედ განსვლა იქნება თქვენს სუბიექტურ გამოცდილებასა და თქვენს მე-ს შორის. ამრიგად, ადამიანს, რომელიც თავისი მე-კონცეფციის მიხედვით არასოდეს განიცდის სიძულვილს, ყოველთვის ექნება შფოთვის განცდა, როდესაც კი იგრძნობს ვინმეს მიმართ სიძულვილს.

უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვიცით ჩვენი სუბიექტური მდგომარეობის შესახებ და ვაცნობიერებთ მას. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ გამოცდილების რაღაც ნაწილი კონფლიქტში შედის მე-კონცეფციასთან და ჩნდება მისი ცნობიერებაში ამოსვლის მუქარა.. სუბცესსიის (ქვეცნობიერი აღქმის) პროცესის საფუძველზე ჩვენ მანამდე ვიგრძნობთ ამ მუქარას, სანამ ის ცნობიერებას მიაღწევდეს და არ ვუშვებთ მას ცნობიერებაში. სწორედ ეს რეაქცის იმ გამოცდილების გაცნობიერების მუქარაზე, რომელიც მეს-თან კონფლიქტს შეიცავს, არის დაცვის რეაქცია. ამრიგად, ჩვენ ვიყენებთ დაცვის რეაქციას და ვცდილობთ არ დავუშვათ სუბიექტური გამოცდილების იმ ელემენტების გაცნობიერება, რომლებიც აღიქმება, როგორც მე-კონცეფციისადმი არაკონგრუენტულნი.

გამოყოფენ ორი სახის დაცვით რეაქციას: 1. გამოცდილების უარყოფა 2.სუბიექტური გამოცდილების მნიშვნელობის დამახინჯება. უარყოფა ემსახურება იმას, რომ ინდივიდი მუქარისგან და არ დაუშვას მისი ცნობიერებაში გამოვლენა. დამახინჯების შემთხვევაში კონფლიქტის ცნობიერებაში დაშვება ხდება, მაგრამ ისეთი ფორმით, რომელსაც მე-კონცეფცია ეთანხმება. მაგალითად, თუ მე კონცეფციაში ინდივიდი თავს მიაწერს რომ არის ცუდი სტუდენტი, ეს ნიშანი მის მე-კონცეფციასთან კონგრუენტული რომ გახდეს _ მახინჯდება და სტუდენტმა შეიძლება თქვას, რომ „პროფესორმა" ან G"უბრალოდ გამიმართლა". ღოგორც ვხედავთ, მთავარია, შინაგანი შეთანხმებულობა იყოს მიღწეული. ის, რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება დადებითი გამოცდილება ყოფილიყო, ახლა შფოთვის და დაცვის მექანიზმის ამოქმედების სტიმული ხდება. სხვა სიტყვებით, სიტუაციის გასაღები სწორედ სუბიექტურ გამოცდილებასა და მე-კონცეფციას შორის მიმართება ხდება.

"თქვენ პირველ პაემანზე მიდიხართ და, ბუნებრივია ღელავთ. დედა გეუბნებათ: "იყავი ისეთი, როგორიც ხარ". თქვენ კი გინდათ თქვენს მეგობარზე შთაბეჭდილება მოახდინოთ და მოეწონოთ. სწორედ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებში იყოთ ისეთი, როგორიც ხართ და თავიც მოაწონოთ, დევს როჯერსის პიროვნების თეორიის გასაღები. მისი მიდგომა კლინიკურია, იდიოგრაფიული, ამავე დროს ფენომენოლოგიური, რადგან ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე ახდენს კონცენტრაციას, იმაზე, თუ როგორ აღიქვამს და განიცდის ადამიანი თავის მე-სა და გარე სამყაროს. როჯერსის თეორია ჰუმანისტური მოძრაობის ნაწილია, სადაც პირველ პლანზე წამოწეულია ადამიანის ზრდის პოტენციალის რეალიზაცია." (პერვინი)

უპირობო დადებითი შეფასება.

თუმცა ადამიანს აქვს თანდაყოლილი ტენდენცია აქტუალიზაციისა და თვითაქტუალიზაციისა, ის მაინ სოციალურ გარემოში ცხოვრობს და საკმაო გავლენას განიცდის გარემოსა და განსაკუტრებით სოციალური გარემოცვის მხრიდან. როჯერს ადამიანის ცხოვრება განვითარების პერიოდებად –ეტაპებად ფროიდის მსგავსად არ დაუყვია. მაგრამ განსაკუთრებული ყურადრება მიაქცია იმას, თუ როგორ და რატომ უწყობენ ხელს, განსაკუთრებით ბავშვობაში, სხვათა შეფასებები ორგანიზმისა და მე-ს განცდებს შორის განსვლას.თუ ეს შეფასებები, ძირითადად, დადებითია, რასაც როჯერსი "უპირობო დადებით დამოკიდებულებას" უწოდებს, მაშინ ორგანიზმსა და მე-ს შორის არაკონგრუენტულობას ადგილი არ აქვს. (ბავშვმა უნდა იგრძნოს, შეიძლება ითქვას, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ‘უპირობოდ" უყვართ და არა იმიტომ, რომ მაგალითად, კარგად მოიქცა, ან ზრდილობიანი იყო, და მასწავლებელმა შეაქო ან უფროსს ადგილი დაუთმო). მაგრამ რამდენადაც ბავშვის ქცევის შეფასება მშობლების თუ სხვა ადამიანთა მხრიდან არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითიცაა, ბავშვი იწყებს გარჩევას კარგ მოქმედებებსა და გრძნობებს(უწონებენ) და ცუდ მოქმედებებსა და გრძნობებს შორის (არ უწონებენ). არასწორ განცდებს აქვთ ტენდენცია მე-კონცეფციიდან განდევნისა, მაშინაც კი თუ ორგანიზმის თვალსაზრისით ისინი ვალიდურია. ამის სედეგად მე-კონცეფციაში ორგანიზმული (რეალური) განცდები აღარ შედის. ბავშვი ცდილობს გახდეს ისეთი, როგორსაც მისგან მოითხოვენ, და არა ისეთი, როგორიც არის. როჯერსის სიტყვებით: "ბავშვი აფასებს გამოცდილებას დადებიტად ან უარყოფითად მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმღებლობის პირობების მიხედვით და არა იმიტომ, რომ გამოცდილება აძლიერებს ან არ აძლიერებს ორგანიზმს". მაგალითად: პატარა ბიჭს აქვს თავის შესახებ, როგორც კარგი ბავშვის შესახებ წარმოდგენა, რომელიც უყვართ მის მშობლებს. მაგრამ ამავე დროს, მას უყვარს თავისი დის წვალება, რისთვისაც მას სჯიან. დასჯის შედეგად მას უხდება გადახედოს თავის მე-ს შესახებ წარმოდგენებს და შეცვალოს შემდეგნაირად: ა) მე ცუდი ბიჭი ვარ, ბ) ჩემს მშობლებს მე არ ვუყვარვარ, გ) მე არ მომწონს ჩემი დის წვალება. თითოეული ეს დამოკიდებულება სეიძძლება შეიცავდეს სინამდვილის დამახინჯებას. დავუშვათ, ის ღებულობს შეფასებას – "მე არ მომწონს ჩემი დის წვალება", მაგრამ ამით ის თავის რეალურ გრძნობებს უარყოფს. უარყოფა გრძნობების გაქრობას არ ნიშნავს. ისინი სხვადასხვა გზით მის ქცევაზე იმოქმედებენ, თუმცა- არაცნობიერად. ჩნდება კონფლიქტი გაშინაგნებულ (ინტროეცირებულ) , მაგრამ მცდარ ცნობიერ ღირებუ ლებასა და „"ჭეშმარიტ" არაცნობიერს შორის. რაც უფრო მეტი ასეთი „ჭეშმარიტი" ღირებულებებს ჩანაცვლება ხდება სხვებისგან გადმოღებული ღირებულებებით, რომლებიც როგორც საკუთარი განიცდება, მე ნგრევას იწყებს. ასეთ ადამიანს ექნება დაძაბულობის და დისკომფორტის განცდა.

წყარო





Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий