|
❤❤❤❤❤ 20/05/2015 და 20/05/2023 🎉❤🎉❤🎉
ბოლო ზარი კლასის დამრიგებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი დღეა! ჩემო საყვარელო კურსდამთავრებლებო, 2015 და 2023 წლის გამოშვებებო! წლები გადის, მაგრამ თქვენი სახეები, ღიმილი და ის თავგადასავლები, რაც ჩვენს კლასში გადაგვხდა, არასდროს ქრება ჩემი მეხსიერებიდან. მინდა გისურვოთ, რომ გზა, რომელსაც ადგახართ, იყოს სინათლითა და სიყვარულით სავსე. არასდროს დაკარგოთ ის გულწრფელობა, რომელიც სკოლის მერხებთან გაგაჩნდათ და გახსოვდეთ — თქვენი მასწავლებლის კარი და გული ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მენატრებით და მეამაყებით! |


Комментариев нет:
Отправить комментарий