სარჩევი / გვერდები

понедельник, 15 августа 2022 г.

დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვთა აღზრდა-განათლება






 როგორ უნდა მოვეპყრათ დასწავლის უნარის   მქონე  ბავშვებს სწავლების პროცესში და რა   კანონზომიერებებია მათთან მიმართებაში   გასათვალისწინებელი.

  სწავლების პროცესში ხდება ადმიანის ქცევის   მოდიფიკაცია, რომელსაც განაპირობებს   არამხოლოდ ახალი გამოცდილება ან პრაქტიკა,   არამედ პიროვნული თავისებურება და   ასაკობრივი შესაძლებლობები. პიროვნების ქცევა   კი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნები   იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად   წამატებული იყო მასწავლებლის მიერ დახარჯული ძალისხმევა თითოეულ ბავშვზე. მოსწავლის მიღწევების შეფასება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მიღებულ შედეგებზე უნდა იქნეს დაფუძნებული სწავლების შემდგომი ეტაპი.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც მასწავლებლები უშვებენ არის შემდგომი: მოსწავლის მიერ ერთი უნარის განვითარება და დახვეწა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გადავიდეთ სხვა უნარის განვითარებაზე. ამგვარი ქმედება განსაკუთრებით დაუშვებელია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებთან მიმართებაში. ეს არის ნაჩქარევი ნაბიჯი პედაგოგების მხრიდან. თუ ათვისებული უნარი არ არის გავარჯიშებული ის შემდგომი უნარის განვითარებისთვის სრულფასოვან ბაზისს ვერ ქმნის. ეს კანონზომიერება არ ეხება ნორმალური განვითარების მქონე ბავშვებს, ისინი ყოველგვარი გავარჯიშების გარეშეც შესაძლებელია ანვითარებდნენ გარკვეულ უნარებს. სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს კი სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა, დიდი ძალისხმევა და დრო: ახალი უნარის ასათვისებლად, ათვისებულ უნარში დასაოსტატებლად და მის შესანარჩენებლად, ასევე დიდი დრო სჭირდებათ ათვისებულ უნართან ადაპტაციისთვის. საბოლოო ჯამში მივდივართ იმ სურათამდე, რომ ამ ბავშვების გარკვეული უნარების განვითარების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ შემდგომი კანონზონიერება:

• ახალი უნარის ათვისება გულისხმობს ბავშვის მიერ სიახლის შეცნობას. სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ახალი უნარის ათვისება მოხდეს პრაქტიკაში, შესაბამის სიტუაციაში და თან პრაქტიკულ სწავლასთან ერთად უნდა ეძლეოდეთ ინსტრუქციები. სწავლის მოთხოვნები აუცილებლად უნდა ითვცალისწინებდეს თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს და უნდა იყოს მათზე მორგებული. წარმატება განათლების პროცესში იქნება მიღწეული თუ ასევე ყურადღებას მივაქცევთ ბავშვების ინტერესების სფეროს. სწავლების პროცესი ყოველთვის გულისხმობს უკუკავშირს, იმისათვის რათა დავრწმუნდეთ, თუ როგორ და რამდენად კარგად გაიგო ბავშვმა ახალი ინფორმაცია. თუ ბავშვს შეუძლია ახალი უნარის 50%-85% გამოყენება ითვლება, რომ საგანმანათლებლო პროცესი იყო წარმატებული. ამის შემდეგ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე.

უნარში დაოსტატება ეს პროცესი გულისხმობს ახლად ათვისებული უნარის ავტომატიზირებას, რისთვისაც აუცილებელია ხშირი პრაქტიკა და თუ როგორი წარმატებით მოხდება უნარში დაოსტატება დამოკიდებულია ბავშვის განვითარებაზე და უნარის ათვისებაზე დახარჯულ დროზე.

უნარის შენარჩუნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებს ავიწყდებათ ათვისებული უნარები და ეს პედაგოგის უყურადღებობის ბრალია. როდესაც წყდება უნარზე ინტენსიური მუშაობა და მისი მიზანმიმართული განმტკიცება იგი ნელ-ნელა ქრება. თუ ბავშვი ავადაა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს მოსვლას სკოლაში მაშინ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ათვისებულ უნარს სჭირდება გავარჯიშება და შესაბამის სიტუაციაში გამოყენება. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სწავლების უნარის დარღვევის მქონე ბავშვთა განათლება დამოკიდებულია გარეშემყოფებზე, როგორც მასწავლებლებზე, ასევე მშობლებზე.

გენერალიზება გულისხმობს ათვისებული უნარის სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში გამოყენებას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია. იგი გულისხმობს სტიმულის ამოცნობასა და მასზე ადეკვატური პასუხის გაცემას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ამ ბავშვებთან მიმართებაში იქმნება არის ის, რომ მათ არ შეუძლიათ ათვისებული ცოდნის განსხვავებულ სიტუაციაში პირდაპირი, მექანიკური გამოყენება. ამიტომაც სჭირდებათ მათ ახალი უნარების სხვადასხვა კონტექსტში გავარჯიშება. ბავშვები უბრალოდ ვერ ახერხებენ ახლს სიტუაციასა და ნასწვალ უნარს შორის კავშირის პოვნას.

ადაპტაცია ეს არის სწავლების ბოლო ეტაპი, როდესაც მოსწავლე ახერხებს ათვისებული ცოდნის მოდიფიცირებულ გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში ყოველგვარი შეხსენებისა და კარნახის გარეშე. თუმცა სწავლის უნარის დარღვევის მქონე ყველა ბავშვი ვერ ახერხებს ამ ეტაპზე გადასვლას.

უნდა გვახსოვდეს ზემოთ აღნიშნული მნიშვნელოვანი მახასიათებლები სწავლების პროცესში. თითოეული ჩვენთაგანი არის უნიკალური და განსაკუთრებული ყურადღება დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს სჭირდებათ, რათა მათ თავი სრულფასოვან პიროვნებებად იგრძნონ და ქონდეთ შანსი მიიღონ განათლება. დღეს საკმაოდ დიდი ძვრები მიმდინარეობს ამ კუთხის მთელს მსოფლიოში, რაც გვიბიძგებს იკითკენ, რომ ჩვენც პატარა წვლილი შევითანოთ მათ ინდივიდებად ჩამოყალიბებაში.

გამოყენებული ლიტერატურა: www.idanatl.org და www.idhope.com
წყარო >>>
ავტორი :მედეა კვიკვინია






 





Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий