სარჩევი / გვერდები

➥ შეფასების რუბრიკები


შეფასება უცხოურ ენაში


შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
ენობრივი ცოდნა და უნარები

  • ლექსიკური ცოდნა
  • გრამატიკული ცოდნა
  • ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
  • გამოთქმა
  • მართლწერა

კომუნიკაციური უნარები

  • კითხვა-გაგება
  • ხმამაღალი კითხვა
  • მოსმენა-გაგება
  • ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
  • წერითი კომუნიკაცია

კულტურა

  • შესწავლილი საკითხების ცოდნა
  • კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები

  • შემოქმედებითობა
  • თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
  • სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების)
  • სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
  • სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით

  • სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფორმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
  • სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
  • სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
  • პროექტის განხორციელება.

შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:

  • ხმამაღალი კითხვა
  • ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
  • გამოწერა
  • გადაწერა
  • კარნახით წერა

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.

შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:

  • მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
  • როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა
  • ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ
  • საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ
  • ზეპირი მოხსენება
  • განხორციელებული პროექტი
  • და სხვა


მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.


ზოგადი რუბრიკის ნიმუში:
შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის

} პირობასთან შესაბამისობა
} კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
} ენობრივი უნარ-ჩვევები
} შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები
ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი



































ზეპირი და კითხვითი საკლასო აქტივობები

ფასდება  შემდეგი უნარები:

  •   მოსმენის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი მოსმენა )
  •   კითხვის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი კითხვა )
  •  ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი ლაპარაკი)
  • გამოთქმა
  •  გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა
  •   თვითშეფასება , თანაშეფასება   და სხვა.


უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:

  • უცნობი სიტყვების ამოცნობა კონტექსტის მიხედვით
  • მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე სწორი პასუხის შემოხაზვით
  •   ტექსტზე მუშაობა ლექსიკონის დახმარებით
  •   არეული აბზაცები/დიალოგის დალაგება
  •  ტექსტის/აბზაცის დასათაურება
  • არეულად მოცემული სიტყვების ნაკლულ ტექსტში ჩასმა
  •   სიმულაციური სიტუაციის გათამაშება
  • კითხვების დასმა
  • პასუხების გაცემა
  •  ამბის მოყოლა
  • გრამატიკული კონსტრუქციების და ფორმების ამოცნობა
  • სინონიმური/ანტონიმური წყვილების დაკავშირება
  • მცდარი გრამატიკული ფორმების ამოცნობა
  •  თვითშეფასების სქემების შევსება და სხვა მრავალი.



საკლასო წერის აქტივობები




ფასდება შემდეგი უნარები:

  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი წერა )
  • გრამატიკული, ლექსიკური და ორთოგრაფიული უნარ-ჩვევა
  • თვითშეფასება, თანაშეფასება

უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:

  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შეფგენა (მისალოცი ბარათი, მოსაწვევი, კულინარული რეცეპტი, მოგონება,..)
  • პროექტის შექმნა (მაგ. სარეკლამო აფიშა)
  • წინანდადებაში/ტექსტში მეტყველების ნაწილის შესაბამისი ფორმით ჩასმა, წინადადებების/ტექსტების ტრასფორმირება (მაგ. აწმყოდან - მომავალში, მამრობითიდან - მდედრობითში, მხოლობითდან - მრავლობითში,თხრობითი კილოდან - ბრძანებითში,.. ), ნაკლულ ტექსტში წინდებულების ჩასმა
  • სიტყვების წარმოება პრეფიქს/სუფიქსებით
  • წინადადების დასრულება, კითხვებზე პასუხის გაცემა
  • პასუხების მიხედვით კითხვების დასმა და სხვა მრავალი.       

საშინაო დავალება


ფასდება შემდეგი უნარებით:

  • შესრულებული დავალების ხარისხი
  • დავალებათა შესრულების სისტემურობა

შეფასება >>>>

შეფასების რუბრიკის დანიშნულება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით კლასებში


თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, რაშიც ძალზედ დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა ობიექტური შეფასება, შეფასების მრავალმხრივი მიდგომა, შეფასების რუბრიკების გამოყენება მუშაობის პროცესში.
დღესდღეობით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება - განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება სწავლის ხარისხს აკონტროლებს და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებით მოსწავლის მიღწევის დონეს ადგენს; განმსაზღვრელ შეფასებაში ქულა იწერება. განმავითარებელი შეფასება თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას აკონტროლებს და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მოსწავლეთა სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის, სასურველია, უმცროსკლასელები გაკვეთილებზე ყოველდღიურად შევაფასოთ; ამისათვის გამოვიყენოთ წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკები. სქემებში საგნობრივი სტანდარტის მიხედვით განვსაზღვროთ ინდიკატორები, შეფასების კრიტერიუმებში მივუთითოთ კომპეტენციის დონეები-მაგალითად, მაღალი, საშუალო, დაბალი. მაღალი შეფასება, ასევე, შეგვიძლია გამოვხატოთ ღიმილების, ყვავილების, ვარსკვლავების და სხვა ნიშნების მინიჭებით, რასაც წარმატებით ვიყენებთ კიდეც სწავლების პროცესში.


ЦЕЛЬ ОЦЕНКИ РУБРИКИ В НАЧАЛЬНЫХ КЛАССАХ ОБЩЕОБРАЗОВАТЕЛЬНЫХ ШКОЛ


На сегодняшний день важно повысить мотивацию учащихся для достижения эффективной и успешной преподавательской деятельности. Объективная оценка учеников, комплексный подход к оценке используя рубрики, играет большую роль в этом процессе.
В настоящее время два типа оценки используются в государственных школах – определительная и развивающая. Определяющая оценка контролирует качество обучения и определяет достижение учеником в соответствии с целями, определяемых национальной учебной программы. Развивающая оценка контролирует динамику развития каждого ученика и способствует улучшению качества обучения.
Оценка учащихся начальных классов на ежедневной основе, желательно для положительного отношения к обучению и повышения их мотивации; мы можем использовать заранее подготовленные рубрики оценки для того, чтобы сделать это. Мы должны определить показатели в схеме в соответствии с стандартом предмета, указать уровни компетентности в критериях, например, высокий, средний, низкий. Мы можем выразить высокую оценку: улыбками, цветами, звездами и любыми другими знаками, которые успешно используются в учебном процессе.


THE AIM OF ASSESSMENT RUBRIC IN THE PRIMARY CLASSES OF THE PUBLIC SCHOOLS


At the present days it is important to raise the students’ motivation in order to achieve affective and successful teaching. The objective assessment of students, comprehensive approach towards assessment, using the rubrics play a great role in this process. Nowadays, two types of assessment are used in the public schools – defining and developing. The defining assessment controls the quality of learning and determines the achievement of a student in accordance with the goals determined by the National Curriculum; the scores are written in case of defining assessment. The developing assessment controls the dynamics of the development of each student and promotes the improvement of learning quality.
The assessment of the students of primary classes on the daily basis is desirable for the positive attitude towards the learning and for raising students motivation; we can use the pre-prepared assessment rubrics in order to do this. We should determine the indicators in the scheme according to the subject standard, specify the competence levels in the criteria, for example, high, middle, low. We can express the high assessment with smiles, flowers, stars and any other signs, which we use successfully in the teaching process.



4 комментария:

  1. Очень нужная информация!Спасибо!

    ОтветитьУдалить
  2. Для нас, получивших и русское воспитание и русское образование - это сейчас большая находка! Спасибо!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. Всегда рада помочь! Для меня это знакомая ситуация, поэтому собираю подробный материал. Желаю дальнейших успехов в Вашей профессиональной деятельности и удачи в новых начинаниях.

      Удалить