სარჩევი / გვერდები

➥ სამოტივაციო წერილი





   არასდროს არ მეგონა რომ მასწავლებელი გავხდებოდი... მიყვარდა ექიმობა, მეგონა რომ იურისტი, ჟურნალისტი ან ლიტერატურათმცოდნე ვიქნებოდი, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მჭირდებოდა ორწლიანი სტაჟირება, რომ ასპირანტურაში ჩამებარებინა და მე დავიწყე მუშაობა ჯერ საბავშვო ბაღში და ერთ წელიწადში სკოლაში სამუშაოდ გადავედი. 

   ჯერ კიდე უნივერსიტეტის პრაკტიკის დროს შევამჩნიე რამდენად მიმზიდველია ბაშვებთან მუშაობა, რა ბედნიერებაა როცა ხედავ მათ თვალებში როგორ გენდობიან ისინი და ელოდებიან შენგან პასუხს, ახსნას, შენ ხარ მათ თვალებში დიდი მეგობარი, რომელიც უხსნის მათ დიდ ჭიშკარს საოცარ სამყაროში დასახელებით „ცოდნა“. 

   აი ზუსტად იმ დღიდან როცა მე პირველად ჩავატარე გაკვეთილი და ვიგრძენი ჩემი ბედნიერება, რომ ბავშვებმა მიმიღეს, მათ მოვეწონე, ზუსტად ამან განაპირობა, რომ მე გავაგრძელე მუშაობა სკოლაში და დღემდე, მიუხედავად ბევრი სირთულეების, რომლებიც ჩვენ პროფესიას ახლავს, მაინც არ დამიკარგავს ის ბედნიერების გრძნობა, რომ ვარ მასწავლებელი.ყოველთვის ვცდილობ ვიყო წარმატებული, ვასწავლი და ამავე დროს მე თვითონ ვსწავლობ და ვამაღლებ ჩემ კვალიფიკაციას. 

  შეიძლება ასპირანტურა ში არ მომიწია ჩაბარება და ლიტერატურამცოდნეობას არ გავყევი, მაგრამ ჩემი შრომით მე მგონი არა ნაკლებ გამიკეთებია და მომავალში ვაპირებ ჩვენი ახალგაზრდა თაობის განვითარების და სწავლის პროცესის აქტიური წევრი ვიყო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უდიდესი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის სიტყვები: „მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება.



 18 წლის ასაქში,როდესაც პროფესიას ირჩევ, შესაძლებელია ადამიანმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს, ამან კი მთელი მისი ცხოვრება განსაზღვროს. ჩემს შემთხვევაში, როდესაც ფილოლოგიურ ფაქულტეტზე შემქონდა საბუთები, არ მქონდა გაანალიზებული იყო თუ არა ეს ჩემი მოწოდება.

  გავიდა წლები, ფილოლოგის დიპლომით ხელში, რუსი კლასიკოსების გენიალური ფრაზებით დატვირთულმა შევაღე სკოლის კარი და უკვე 30 წელია ვემსახურები საქმეს, რომელიც მაშინ არ ვიცოდი, იყო თუ არა ჩემი მოწოდება და როცა მომიწია სკოლაში მუშაობის დაწყება, შიშიც კი მიპყრობდა, როდესაც საკუთარ თავს მოწაფეებით სავსე საკლასო ოთახში წარმოვიდგენდი.

   ამბობენ, აუცილებელია ენერგეტიკის გაცვლა – გამოცვლა, ჰოდა, სწორედ პედაგოგები ახერხებენ ამას ყველაზე კარგათ. შედიხარ კლასში, იხარჯები, ლიმონივით გამოწურული გამოდიხარ იქიდან, მაგრამ მაინც ახერხებ იყო მუდმივად მომართული, მობილიზებული... ამის მიზეზი ერთადერთია – ის თვალები, რომლებიც ფართოვდება, როდესაც გაკვეთილის ახსნას იწყებ, ის ხელები, რომლებიც დაფაზე გულმოდგინეთ რაღაცას წერენ და ის ღიმილი, რომელიც შენს დანახვაზე ჩნდება. რთულ პერიოდშიც ინარჩუნებ სახეს და აგრძელებ მომავალ თაობებს გადასცე ყველაზე მნიშვნელოვანი – ცოდნა! 

    დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემი პროფესიის არსზე, დავრწმუნდი, რომ არჩევანი, რომლიც დიდი ხნის წინ გავაკეთე, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ყოფილა.



2 комментария: