Показаны сообщения с ярлыком დ.პერკინსი-Д.Перкинс. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком დ.პერკინსი-Д.Перкинс. Показать все сообщения

четверг, 14 июля 2016 г.

პერკინსის თეორია სწავლის შესახებ.



პერკინსის თეორია სწავლის შესახებ.

განათლების სპეციალისტი დევიდ პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რისი სწავლის ლოგიკური შესაძლებლობაც და მოტივაციაც აქვს მას. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

1. ნათელი ინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

2. შემეცნებითი პრაქტიკა: აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;

3. გამოხმაურება: რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;

4. ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის, ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში;

„თეორია ერთის“ საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ნათელი ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. ნათელი ინფორმაცია გულისხმობს იმას, თუ „რა,“ „როგორ“ და ,,როდის” უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია. მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს ის გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.

„თეორია ერთის“ ამოქმედებას ხელს უწყობს სწავლების შემდეგი მეთოდები: დიდაქტიკური, სოკრატული, პრაქტიკული და სოციალური, რომლებიც ეხმარება მოსწავლეს აზროვნების აქტივაციაში.

პერკინსის აზრით, კარგად აზროვნება გულისხმობს საკუთარი აზროვნების პროცესების მართვას, რომელიც მოიცავს შემდეგის გააზრებას: რა შეკითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როგორ უნდა გამოიყენო პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი აზროვნების მონიტორინგი (შემოწმება) და წარმართო იგი სწორი მიმართულებით და ა.შ. ეს ერთგვარად ჰგავს საკუთარი აზროვნების შესწავლას ანუ რეფლექსიას (თვით-განცდას, გაცნობიერებას), მეტაკოგნიციას.

რჩევები მასწავლებელს

დევიდ პერკინსი – „რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ“.

  • როცა ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ ეს მასალა.
  • დროდადრო სთხოვეთ ბავშვებს, რომ ერთად, წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმეცადინონ.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიების გამოყენებაში. მიანიშნეთ, თუ როდის შეიძლება მისი გამოყენება.
  • გააცანით მოსწავლეებს ახალი სტრატეგიები : ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და ა.შ.
  • მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება სასარგებლო.
  • აღნიშნეთ ის გარემოებები, როცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
  • მიეცით მოსწავლეებს საშუალება თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.


დევიდ პერკინსმა ეფექტური სწავლების 7 პრინციპი ჩამოაყალიბა:

  1. გააცანით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი".
  2. აჩვენეთ მოსწავლეებს, თუ რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.
  3. საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე;
  4. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში;
  5. გააცანით მოსწავლეებს თემის/საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;
  6. განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგან სწავლის უნარი.
  7. ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.

პერკინსის თეორია სწავლის შესახებ. -->
კითხვები დავიდ პერკინსის განათლების თეორიაზე --->



David Perkins
Carl H. Pforzheimer, Jr. Research Professor of Teaching and Learning, Learning and Teaching Program,
Technology, Innovation, and Education Program, Project Zero


Дэвид Перкинс
Родился: 1942 г.
Образование: Массачусетский технологический институт (1970 г.)
Награда: Стипендия Гуггенхайма в области общественных наук для студентов США и Канады


От чего нужно отказаться в школе?
Парадокс, но школа учит множеству вещей, которые вообще никогда не пригодятся ученикам в их жизни, и не учит многому из того, что им будет действительно необходимо. Об этом гарвардский профессор написал целую книгу.