Показаны сообщения с ярлыком განათლების სახლი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком განათლების სახლი. Показать все сообщения

вторник, 20 февраля 2018 г.

,,ვფიქრობთ, მომავალი წლისთვის უცხო ენებში ბარიერი გავზარდოთ” _ მიმინოშვილი


სკოლის გამოსაშვებ გამოცდაში შეტანილ ცვლილებებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასახორციელებელ ცვლილებებზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს დაუკავშირდა.

_ ქალბატონო მაია, საატესტატო გამოცდების სისტემაში გახორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოსწავლე სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გამსვლელი ქულის მაგივრად, შეტყობინების სახით მიიღებს ინფორმაციას გადალახა თუ არა ბარიერი, რამ განაპირობა არსებული ცვლილება?

_ ქულას, რომელსაც აქამდე იღებდა მოსწავლე, არავითარი დატვირთვა არ აქვს. სხვათაშორის, როცა ჩვენ შემოვიღეთ სკოლის გამოსაშვები გამოცდები, ვვარაუდობდით, რომ სწორედ ასეთი ფორმით ჩატარებულიყო საატესტატო გამოცდები, თუმცა, იმჟამინდელი განათლების სამინისტრო და მინისტრი ამაზე არ დაგვთანხმდა, ამიტომ იძულებული გავხდით, ის ძალა, რაზეც იზომება კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა, მექანიკურად გადაგვეტანა ჩვენი მოსწავლეებისთვის ნაცნობ 5-დან 10 სკალაზე.

ძალიან მინდა, ჩვენმა ორგანიზაციამ გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ზუსტად ვაფასებთ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას. პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, როდესაც 12 წლის განმავლობაში მოსწავლე სწავლობს სკოლაში, რაც უნდა იდეალური სისტემა იყოს, არ შეედრება სკოლის მიერ მოსწავლის შეფასებას.

სკოლა მოსწავლეს აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადის გამოსაშვებ გამოცდებზე, სადაც მინიმალურ კომპეტენციას ადასტურებს. თავად მინიჭებულ ქულას კი არანაირი დატვირთვა არ აქვს.

понедельник, 10 июля 2017 г.

2017 წლის მასწავლებლის საგნის უცხოური ენების გამოცდის ცვლილება


2017 წლის მასწავლებლის საგნის უცხოური ენების გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების დადგენის ბრძანებაში ცვლილებაა

უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად - ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში, მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი, კეძოდ:
  • ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 და მეტი.
  • წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 - გამსვლელი 8 და მეტი.
  • მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 და მეტი.
  • კითხვით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 36 - გამსვლელი 12 და მეტი.

იხილეთ ბრძანება






Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



воскресенье, 9 июля 2017 г.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა



წყარო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. განახლებული სქემა კომისიის მიერ უკვე დამტკიცდა. შესაბამისად, სწორედ სქემაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მოუწევთ პედაგოგებს საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა. "ლიბერალმა" ექსკლუზიურად მოიპოვა განახლებული სქემის დადგენილება.

სქემის განახლებულ ვერსიაში არაერთი სიახლეა. ჯამში სქემა განმარტებითი ბარათის მიხედვით უფრო მრავალფეროვანი გახდა და ის მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად და კარიერული წინსვლისთვის, ერთის ნაცვლად, ორ გზას სთავაზობს. ასევე გაიზარდა იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელთა გავლის შედეგად პედაგოგს კრედიტის მოპოვება შეეძლება. ცვლილებები ეხება ასევე უფროსი და წამყვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. კერძოდ, შემცირებულია სავალდებულო აქტივობების რიცხვი და გაზრდილია დამატებითი აქტივობები.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ახალი სქემით გვყავს ოთხი კატეგორიის მასწავლებელი და ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლას პედაგოგები სხვადასხვა აქტივობით კრედიტების დაგროვების შედეგად შეძლებენ.

მთავარი სიახლე პრაქტიკოსი მასწავლებლებს შეეხება

პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს ინარჩუნებს უვადოდ/უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე. უფროსი სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკოსს სქემა ორ გზას სთავაზობს.

პირველი გზა

პრაქტიკოსმა 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობებია:

1. 2 საგაკვეთილო დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი ჯამურად მოიპოვებს 4 კრედიტქულას, ერთი საგაკვეთილო დაკვირვება 2 კრედიტქულა. საგნისა და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება ტესტით
15 კრედიტქულის მოსაპოვებლად მასწავლებელი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია ერთჯერადად დაადასტუროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტებით. მასწავლებელს საშუალება ეძლევა კრედიტქულები საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით სრულად ან ნაწილობრივ დააგროვოს.

2. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია ცხრილში #1




თუ მასწავლებელმა საგნობრივ ან პროფესიულ ტესტში მოაგროვა ჯამური ქულის 81-90 % მას დამატებით 2 ბონუსი მიენიჭება, ხოლო 91-100%-ის დაგროვების შემთხვევაში 4 ბონუსი. აღნიშნული ბონუსები ცხრილში მითითებულ კრედიტქულებად აისახება და მასწავლებლებს ეხმარება უფროსი მასწავლებლის სტატუსის დაჩქარებულად მიღწევაში.

среда, 7 июня 2017 г.

განათლების სახლი The House of Education: საქართველოში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

განათლების სახლი The House of Education:


საქართვლოში ამ წუთებში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღის - სამხრეთ-დასავლეთი - 23კმ. სოფელი ქვემო მაღარო - 16კმ. გ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. ipn.ge

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2017 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი დაამტკიცა.

3–4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა

6–7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები

უცხოური ენები:

ინგლისური 10–11 ივლისი (პირველი და მეორე სესია)

რუსული ენა 10 ივლისი (პირველი სესია)

11 ივლისი (მეორე სესია)

ფრანგული ენა 10 ივლისი (მეორე სესია)

გერმანული ენა – 11 ივლისი (პირველი სესია)

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია

13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა

14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია

18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია

19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია

25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება

26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა

26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

აბიტურიენტები გამოცდებს წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ჩააბარებენ. როგორც ცნობილია, აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას თავად შეძლებენ მას შემდეგ, რაც პირად საგამოცდო გვერდზე შესაბამისი ნიშანი გაჩნდება. წელს საგამოცდო ცენტრებს ახალი, 103–ე სკოლა დაემატება, რომელიც ისანი–სამგორის რაიონში მდებარეობს. ამის საჭიროება ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო სექტორების შემცირების გამო დადგა.



пятница, 12 мая 2017 г.

ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები - სიახლეების ჩამონათვალი


ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები - სიახლეების ჩამონათვალი

2017 წელს ტესტის მაქსიმალური ქულა 100-ის ნაცვლად 90 იქნება, თუმცა არ შეიცვლება საგამოცდო დრო და მინიმალური გამსვლელი ქულა – 20%-ს + 1 (ანუ შარშანდელი 21-ის ნაცვლად წელს 19 ქულა გახდება). უფრო დეტალურად კი სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

      • მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება;

      • ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები); შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი;

     • მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმებში, გახდება არჩევითბოლოიანი, ანუ 4 მოცემული შესაძლო პასუხიდან აბიტურიენტს ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს; ეს დავალება, ამავე დროს, გახდება 10-საკითხიანი და 2017 წლის ტესტში მისი ნომერი იქნება7.





Никнейм ქეთი მასწავლებელი зарегистрирован!



ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში


1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

23 ნოემბერი – გიორგობის დღე;


ოფიციალურ უქმე დღეებს საქართველოში 12 აგვისტოც დაემატება.

წყარო






Никнейм ქეთი მასწავლებელი зарегистрирован!