воскресенье, 18 февраля 2018 г.

როგორ დავწეროთ გაკვეთილის რეფლექსია.

გაკვეთილის რეფლექსიის დაწერის წესი



ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარმოდგენისას სასურველია ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ საკითხებზე:

1. რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ხართ კმაყოფილი?

2. რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა
ა) მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
ბ) მოსწავლეთა პროდუქტულ ინტერაქციაზე?

3. რა ჩანს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან? რა აითვისეს? რომელი უნარების განვითარება იკვეთება?

4. თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით გამოიწვიეთ და ჩართეთ მოსწავლეები? რა სტრატეგიები გამოიყენეთ ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია- გამთლიანების ფაზებზე?

5. როგორ შეიცვალა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? რატომ?

6. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შეცვლიდით? როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებებს, რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას?

მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების სქემა
დიახ - 1 ქულა, არა - 0 ქულა

კრიტერიუმი
დიახ
არა
1
მასწავლებელი აანალიზებს და აფასებს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, მიღწეულ შედეგებს


2
მასწავლებელს დასაბუთებული აქვს გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა მიზნის მისაღწევად


3
მასწავლებელი აღნიშნავს, მოხდა თუ არა გაკვეთილის გეგმის / განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას, აღწერს და ასაბუთებს ამ ცვლილებების აუცილებლობას


4
მასწავლებელი აანალიზებს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს




მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 4. რეფლექსია დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას.


მასწავლებელისთვის კრედიტქულის მინიჭება: შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მასწავლებელი მოიპოვებს 2 კრედიტქულას, თუ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და რეფლექსია შეფასდება დადებითად.




რეფლექსია უნდა უპასუხებდეს ხუთ შეკითხვას:

1. რამდენად მივაღწიე გაკვეთილის მიზანს? ("გავედი" თუ არა მიზანზე?)
2. რა იყო კარგი ჩატარებულ გაკვეთილში?
3. რა ძლიერი მხარე შეიძლება გამოვკვეთოთ?
4. შევცვალე თუ არა გაკვეთილის გეგმა და რატომ?
5. რა არ გამოვიდა ისე, როგორც დაგეგმილი მქონდა? ან: რა იყო პრობლემური?
6. როგორ გავაუმჯობესებ სუსტ მხარეს?
წყარო




Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий