среда, 18 апреля 2018 г.

10 მარტივი გზა კარგ პედაგოგობამდე – კლასის დამრიგებლებისთვის და არამხოლოდ


ნებისმიერ საზოგადოებაში მასწავლებლობა უმნიშვნელოვანესთან ერთად ყველაზე რთული პროფესიაა და იმისათავის, რომ კარგი პედაგოგი გახდე, დიდი გამოცდილება და 45-წუთიანი გაკვეთილების ჩატარება საკმარისი არაა. პედაგოგებმა საკუთარ თავზე საკლასო ოთახს მიღმაც უნდა იმუშაონ და გარკვეული სტრატეგიები დასახონ, რომელთა მაგალითად ქვემოთ რამდენიმე რჩევაა მოცემული:

1. შეუქმენით ბავშვებს სასიამოვნო სამუშაო გარემო
მიეცით მათ ყოველდღიური მიზანი, რაც საბოლოოდ მათი “საგზაო რუკის” შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს მიზნები იყოს ნათელი, მაგალითად გაკვეთილის დასაწყისში დასვით კითხვა, დარწმუნდით, რომ პასუხი არავის აქვს და კითხვაზე ფიქრისთვის დრო დღის ან გაკვეთილის ბოლომდე მიეცით.

2. უსმინეთ მოსწავლეებს
დაანახეთ მოსწავლეებს, რომ პატივს სცემთ მათ აზრს, აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ მათი აზრი და მოუსმინეთ ყურადღებით. ასე მათი მხრიდანაც მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ მის მოსაზრებას არ იზიარებთ, ესეც მშვიდად უთხარით და ისწავლის, როგორ გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სწორად.

3. წაახალისეთ წარმატებული მოსწავლე
კლასის წინაშე შეაქეთ ის, ვინც დავალება სწორად შეასრულა. ეს მასაც და დანარჩენებსაც მოტივაციას გაუზრდის და თქვენც მათ კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

4. მოითხოვე დისციპლინა და იყავი მკაცრი
შეიმუშავე საკუთარი წესები და მოითხოვე, დაიცვას ის ყველა მოსწავლემ. მაგალითად, როცა ერთი მოსწავლე გაკვეთილს გაბარებთ, არ მისცეთ სხვას უფლება შეაწყვეტინოს ან შეუსწოროს. ასე ბავშვები წესრიგსაც ისწავლიან და თქვენდამი მორიდების გრძნობაც ექნებათ.

5. მიეცით მოსწავლეს ლიდერობის უფლება
ზოგიერთ ბავშვთან ურთიერთობა არც ისე მარტივია, ისინი მასწავლებლებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და კლასში არეულობის გამოწვევას ცდილობენ. მიეცით ასეთ ბავშვს თქვენთან თანამშრომლობის შანსი. ჯერ პატარა დავალებებით დაიწყეთ, მაგალითად სიის ამოკითხვით. თუ მისი ყოფა-ქცევა გამოსწორდება უფრო სერიოზული რამ შეგიძლიათ დაავალოთ

6. დაინტერესდით მოსწავლეების ცხოვრებით
ისაუბრეთ მოსწავლეებთან არასაგაკვეთილო თემებზე და ცოტა რამ თქვენს შესახებაც უთხარით. ეს მათთან დაგაახლოვებთ, რაც მათ თვალში დადებითად წარმოგაჩენთ, მაგრამ ბარიერის არსებობის დავიწყების უფლება არ უნდა მისცეთ.

7. შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ზოგჯერ ეს არც ისე მარტივია. კრიტიკულ სიტუაციაში ღრმად ამოისუნთქეთ, ეცადეთ შეხედოთ საკითხს მათი თვალით და დაელაპარაკეთ მოსწავლეს მათ ენაზე.

8. გამოიყენეთ იუმორი
ღიმილი ნებისმიერ პროფესიის წარმომადგენელს დამატებით ქულებს უწერს, იუმორი კი – მით უფრო. ეცადეთ, ხშირად იხუმროთ

9. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა მოსწავლეების მშობლებთან
ბავშვებთან ურთიერთობა გაგიმარტივდებათ, თუ ისინი დაინახავენ, რომ მათ მშობლებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ხშირად ეკონტაქტეთ და სთხოვეთ დაგეხმარონ საორგანიზაციო საკითხებში.

10. იმუშავე საკუთარი უნარ-ჩვევების გაზრდაზე
გაეცანი სიხლეებს, მიიღე მონაწილეობა კონფერენციებში.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: wikihow.com
წყარო:









Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий