ეს მეთოდი პირველად 1941 წელს შემოგვთავაზა ამერიკელმა A.F. ოსბორნი. მეთოდი შედგება ჯგუფური შემოქმედებითი აზროვნების პროცედურაში, უფრო სწორედ, ეს არის საშუალება მოკლე დროში მოცემულ პრობლემაზე ადამიანთა ჯგუფისგან დიდი რაოდენობის იდეების მოპოვებისა. მეთოდის ეფექტურობა ძალიან მაღალია. ნახევარ საათში ექვს ადამიანს შეუძლია 150 იდეის მოფიქრება. ჩვეულებრივი მეთოდებით მომუშავე დიზაინერების გუნდი ვერც კი წარმოიდგენს, რომ პრობლემას, რომელსაც ისინი განიხილავენ, აქვს ასეთი მრავალფეროვანი ასპექტები.
ტერმინი ბრეინშტორმინგი მას მერე გახდა პოპულარული, რაც 1953 წელს წიგნი Applied Imagination გამოვიდა. წიგნის ავტორი ალექს ოსბორნია. ბრეინშტორმინგი პრობლემის კრეატიულად გადაჭრის ტექნიკაა, რომელსაც ინდივიდი ან გუნდი იყენებს. როგორ მოვაწყოთ ბრეინშტორმინგი საკლასო ოთახში? – კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო სტრატეგია.ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს. მაგალითად, ვთქვათ, საკითხი ეხება ამინდს. რა გვახსენდება ამ სიტყვის გაგონებაზე? ქარი, ტემპერატურა, შტორმი, თბილი… იდეების „შესაგროვებლად“, დაახლოებით, 5-10 წუთი დასჭირდებათ.
ბრაინშტორმინგი საუკეთესო სააზროვნო სტრატეგიაა რიგი მიზეზების გამო:
იდეების მიღება იწყება შემდეგი კითხვების დასმით:
მოკლედ, დასვით კითხვები, რომლებიც აზროვნებას მოითხოვს და რაც უფრო მეტი იდეა ჩამოიწერება, მით უფრო მეტი ახალი, საინტერესო მოსაზრებები გაუჩნდებათ ბავშვებს. შეგიძლიათ, შეკითხვები ახალ მასალასთან დააკავშიროთ, რაც გაზრდის მათ ინტერესს საკითხისადმი და შემეცნების პროცესი ბევრად საინტერესო გახდება. ასევე, შეგიძლიათ, ბავშვები ჯგუფებად დაყოთ, მისცეთ დავალება და სთხოვოთ, დააგროვონ რაც შეიძლება მეტი იდეა. |
- ➥მთავარი გვერდი - Главная страница
- ➥ ბლოგის შექმნის მიზანი
- ➥ ჩემ შესახებ
- ➥ სამოტივაციო წერილი
- ➥ დიპლომი, სერტიფიკატები და ცნობები
- ➥ ბლოგის რუკა
- ➥ ზღაპრები
- ➥ ჩემი ბლოგები და ვებ გვერდები
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ➥ Русский язык-რუსული ენა
- ➥ ჩემი პრეზენტაციები
- ➥ სიმღერები
- ➥ ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო დამხმარე რესურსები
- ➥ რუსული ანბანის ასოები
- ➥ სასწავლო წლის კალენდარი
- ➥ სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი 2007 - 2015 სასწ.წ.
- ➥ ბლოგი - რუსული როგორც უცხო ენა - РКИ
четверг, 23 июня 2022 г.
რა არის ბრეინშტორმინგი?
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий