ტრანსფერის უნარის განვითარება ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს: 1.სტატიკური ანუ დეკლარაციული ცოდნით; 2. დინამიკური ანუ პროცედურული ცოდნით; 3. ფუნქციური ანუ ტრანსფერული ცოდნით.; პირობისეული ცოდნა არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს აქვს დეკლარაციული ცოდნა. გავარჯიშების შემდეგ ხსნის ამოცანებს (აქვს პროცედურული ცოდნა), მაგრამ ვერ გადააქვს ეს ცოდნა პრაქტიკაში. ტრანსფერული ცოდნა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში. ხაზგასასმელია, რომ ტრანსფერი თავისთავად არ ხდება. საჭიროა სწავლების სპეციალური დაგეგმვა, ინტერაქციის, თანამშრომლობის და მრავალფეროვან დავალებათა არჩევანის შეთავაზება. არჩევანის თავისუფლება ეხმარება მოსწავლეს ძლიერი მხარეების უკეთ გამოყენებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეები, როდესაც იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ, უფრო მეტად არიან ფოკუსირებულნი სამუშაოზე და შედეგიც შესაბამისია. მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ ტრანსფერს. დ. უზნაძის აზრით (უზნაძე, 1967), აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის, ანუ გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს. მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლის გამოყენება სხვა გაკვეთილზე (ფიზიკაში) ან სკოლის გარეთ (სუპერმარკეტში). ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა იმისათვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს (პერკინსი, 1992). ტრანსფერს ხელს უწყობს შემდეგი პირობები:
გამოყოფენ ტრანსფერის ორ ძირითად ფორმას. ერთ შემთხვევაში ტრანსფერი ხორციელდება გაკვეთილზე განხილული თემის ანალოგიურ თემებთან (Perkins, 1992). მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროებში. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საჭიროა მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართო განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებზე და ა.შ. მაგალითად, საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია მასწავლებელმა შესაძლოა დაუკავშიროს იმავე მოვლენებს, რომლებიც მოხდა სხვა ქვეყნებში,მაგალითად უკრაინაში. ტრანსფერის მეორე ფორმის დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება (Perkins, 1992). ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მაგალითად, ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს ფაქტების და ავტორის დამოკიდებულების ამოცნობას ლიტერატურულ ნაწარმოებში. მასწავლებელმა იმავე ამოცანის შესრულება უნდა დაავალოს მოსწავლეს სხვა ტიპის ტექსტზე, მაგალითად, ისტორიულ წყაროზე. რჩევები მასწავლებლებს: • სწავლებისას ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მოზარდებმა საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენონ წინასწარ გულდასმით განსაზღვრულ სხვადასხვა სიტუაციაში. ამით ისინი წინასწარ აცნობიერებენ, თუ ესა თუ ის ცოდნა რა სიტუაციაში, რა გარემოში შეიძლება აღმოჩნდეს აქტუალური. ეს არა მარტო ცოდნის ტრანსფერს ხდის შესაძლებელს, არამედ სწავლის მოტივაციასაც ზრდის, რადგან ისინი რეალურად ხვდებიან, რომ მათ მიერ ნასწავლი ფუჭი არ არის. • საჭიროა ცოდნის გადატანის მოდელების შექმნა. თემის სწავლების დაგეგმვის დროს გარკვეული დრო უნდა დაეთმოს იმის გააზრებას, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების გადატანა გვინდა მოხდეს, ასევე თუ რომელ აქტივობას გამოვიყენებთ ამისთვის. ამასთან გააზრებული უნდა იყოს თუ სად, რა მიმართულებით გვინდა რომ ეს შეძლონ. • მათ უნდა განემარტოთ ცოდნის გადატანის საჭიროება კონკრეტული კავშირები, სხვათა მაგალითები. უნდა ეჩვენოს მოსწავლეებს, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები, ტრანსფერს ერთი სიტუაციიდან მეორეში. მაგალითები უნდა იყოს საგნის ან განსახილველი საკითხის ფარგლებში, აგრეთვე, ცხოვრებისეულ სხვა სიტუაციებში. • თემის სწავლებისას დროის ნაწილი უნდა დაეთმოს გამოყენების შემთხვევათა წინასწარ განჭვრეტას: იმ სიტუაციათა გააზრებას, რომლებშიც მოსწავლეები სავარაუდოდ შეძლებენ ათვისებული მასალის გამოყენებას, აგრეთვე, მოიფიქრეთ მისი გამოყენების ფორმები. მოსწავლეებს პირდაპირ სთხოვეთ, სცადონ განსახილველი საკითხის ფარგლებში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში თემასა და მასთან დაკავშირებულ ობიექტებს შორის კავშირების მოძებნა. • უნდა უზრუნველყოთ ისეთი განხილვები და ქმედებები, რომლებიც ცოდნის გადატანას წაახალისებს როგორც თქვენთან, ასევე ერთმანეთთან ურთიერთქმედების მეშვეობით. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი იყოს მრავალფეროვანი, რათა ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა მიერ ათვისებული მასალის ფართოდ გააზრებას. • ყოველი საკითხის ამოწურვის შემდეგ, საჭიროა მასტიმულირებელი უკუკავშირი, სადაც მოსწავლეთა წახალისება/ შექება მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორ შეძლებს ცოდნის, უნარების თუ დამოკიდებულებების ერთი სიტუაციიდან მეორეში გადატანას. პრაქტიკულად კი თემის დასრულების შემდეგ გარკვეულ ხანში (მაგ., მომდევნო კვირის განმავლობაში) ხელახლა მიუბრუნდით საკითხს და გაარკვიეთ თუ სად და როგორ შეძლეს მისი გამოყენება. ამით ხდება შეძენილი ცოდნის განმტკიცება და კავშირების უკეთ დამყარება. მოკლედ: მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარებაც. თუ ამოცანად იმას დავისახავთ, რომ მარტო ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არ გადავცეთ მოსწავლეებს, არამედ იმ იდეებითაც დავაინტერესოთ, რომლებიც მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და განვითარებულ უნარ-ჩვევებს უდევს საფუძვლად, იმასაც შევძლებთ, სწავლების პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს. ტრანსფერის პირველი ფორმა: ამ შემთხვევაში ტრანსფერი ხორციელდება გაკვეთილზე განხილული თემის ანალოგიურ თემებთან დაკავშირებით. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს, გაკვეთილზე ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროებში. ტრანსფერის განხორციელება არ არის რთული. საკმარისია, მასწავლებელმა გარკვეული დრო დაუთმოს საკითხის ფართოდ განხილვას და მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილოს სხვა სფეროებში არსებულ ანალოგიურ თემებზე, მოვლენებზე და ა.შ. მაგალითად, მიწისძვრის როგორც მოვლენის სწავლებისას მასწავლებელმა შეიძლება საქართველოში მომხდარი მიწისძვრა დაუკავშიროს სხვა ქვეყანაში მომხდარს (ვთქვათ, სპიტაკისას). ტრანსფერის მეორე ფორმა: ამ დროს ხდება შესასწავლი საკითხის ძირითადი პრინციპების ღრმად გაგება. ამის განხორციელება შესაძლებელია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით. პრობლემაზე მუშაობით მოსწავლეები იძენენ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ სხვა პრობლემის გადაჭრის დროს. მასწავლებელმა ამავე ოპერაციის შესრულება უნდა დაავალოს მოსწავლეს სხვა ტიპის ტექსტზე, მაგალითად, ისტორიულ წყაროზე მუშაობისას. სტრატეგიები: გააცანით მოსწავლეებს თემის მიღმა არსებული ლოგიკა. რაც არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ აადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას, საკითხის სრულფასოვან წვდომას. მაგ. ბილიარდის თამაშის დროს ზუსტი დარტყმის გამოთვლა შეიძლება ზუსტი მათემატიკური ფორმულის გამოყენებით (ბურთის წონა, მანძილი, დარტყმის სიძლიერე). მაშასადამე, მეცნიერული ცოდნის გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის გაუმჯობესებისთვის. მოვლენების სიღრმისეული წვდომისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ მოვლენების უკან მდგარ პრინციპებზე, კანონზომიერებებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცოდნის ინტეგრირება როგორც კონკრეტული საგნის თემების დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა საგანს შორის კავშირების გამოკვეთით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებას, ცოდნის გააქტიურებას, ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარებას. პასუხის გაცემა კითხვაზე: „რომელი ცხოვრებისეული პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება ამ საკითხის ცოდნა?“ – ხელს შეუწყობს მოტივაციის შენარჩუნებას – მოსწავლე დაიწყებს ფიქრს იმ სარგებელზე, რასაც ამ კონკრეტული თემისა თუ საგნის ცოდნა მოუტანს. საზოგადოდ, დიდ ყურადღებას მოითხოვს რეფლექსიის უნარის განვითარება, რომელიც დაემყარება ობიექტურ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ქმედებების შეფასებას, ღია კითხვებზე პასუხს („რატომ გამიძნელდა? რა აღმოვაჩინეთ, რა გავიგეთ გაკვეთილზე?“ – და ასე შემდეგ). ********* 2018 წლის 1 ვარიანტი ტესტი 21. 4 ქულა 1. აღწერეთ 2 წინაპირობა რომელიც უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას, დაასაბუთეთ. 1 წინაპირობა - ორი ან მეტი საგნის მასწავლებელი ერთობლივად გეგმავს გაკვეთილს თავისი საგნის სტანდარტის შედეგების გათვალისწინებით. ეს ღირებულია, რადგან თანამშრომლობით შექმნილი გეგმა უფრო კომპლექსურია, სრულყოფილია, იოლდება ერთად დაგეგმილი გაკვეთილის ანალიზიც. მე-2 წინაპირობა - მასწავლებელი პრაქტიკულად იყენებს საგანთაშორის კავშირებს, წინასწარ ადგენს, სხვა საგნიდან რომელი ცოდნა გამოიყენოს და შეძენილი ცოდნა სხვა საგანში როდის და როგორ გამოიყენება. ეს ღირებულია, რადგან მასწავლებელთა თანამშრომლობა სასწავლო მიზნების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისას უფრო კვალიფიციური ხდება, მოსწავლეებში ცოდნის ტრანსფერი იოლდება, რითაც საკითხის ფუნქციურად განხილვა ხორციელდება. 2. ახსენით, მოტივაციის ამაღლების გარდა, კიდევ რა უპირატესობა აქვს ინტეგრირებულ გაკვეთილს. მოსწავლეები მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს, საკითხს განიხილავენ სხვადასხვა პოზიციიდან, ცალკეული საგნებიდან ნაცნობ მასალას გაამთლიანებენ და დეკლარაციულ ცოდნას სხვა საგანში, უცნობ სიტუაციაში გამოიყენებენ. იხილეთ ასევე ცოდნის სამი კატეგორიის შესახებ >>> |
- ➥მთავარი გვერდი - Главная страница
- ➥ ბლოგის შექმნის მიზანი
- ➥ ჩემ შესახებ
- ➥ სამოტივაციო წერილი
- ➥ დიპლომი, სერტიფიკატები და ცნობები
- ➥ ბლოგის რუკა
- ➥ ზღაპრები
- ➥ ჩემი ბლოგები და ვებ გვერდები
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ➥ Русский язык-რუსული ენა
- ➥ ჩემი პრეზენტაციები
- ➥ სიმღერები
- ➥ ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო დამხმარე რესურსები
- ➥ რუსული ანბანის ასოები
- ➥ სასწავლო წლის კალენდარი
- ➥ სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი 2007 - 2015 სასწ.წ.
- ➥ ბლოგი - რუსული როგორც უცხო ენა - РКИ
четверг, 14 июля 2022 г.
ტრანსფერის უნარის განვითარება
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий