ქეისებით სწავლების ძირითადი დანიშნულებაა, ასწავლოს მოსწავლეებს ისეთი რთული არასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, რომელთა ანალიზური ხერხით ამოხსნა შეუძლებელია. მეთოდის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს პრობლემური სწავლების პრინციპების გამოყენება – რეალური პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავება.
Метод кейсов (case study)მეთოდი ავითარებს:
ქეისების კლასიფიკაცია კლასიფიკაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა სირთულის მიხედვით კლასიფიკაცია. ამასთან, განასხვავებენ:
ქეისების კლასიფიკაცია შეიძლება სწავლების მიზნებისა და ამოცანების მიხედვითაც. ამ კუთხით შეიძლება გამოიყოს: 1. ქეისები ანალიზისა და შეფასების შესასწავლად; 2. ქეისები პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესასწავლად; 3. პრობლემის გადაჭრის ან მთლიანად კონცეფციის ამსახველი ქეისები. მნიშვნელოვანია ქეისების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით:
ქეისების ამოხსნა რეკომენდებულია 5 ეტაპად: პირველი ეტაპი – სიტუაციისა და მისი თავისებურებების გაცნობა
მეორე ეტაპი – ძირითადი პრობლემ(ებ)ის გამოყოფა; იმ ფაქტორებისა და პირების გამოყოფა, რომელთა გავლენა გასათავლისწინებელია
მესამე ეტაპი – გადაწყვეტისთვის კონცეფციების ან თემების შეთავაზება
მეოთხე ეტაპი – ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგების ანალიზი
მეხუთე ეტაპი – ქეისის ამოხსნა – ერთი ან რამდენიმე ვარიანტი (ქმედებათა თანამიმდევრობა, მითითება შესაძლო პრობლემებზე, მათი პრევენციისა და გადაჭრის მექანიზმები ქეისის ზომას უშუალო კავშირი აქვს მის დანიშნულებასთან. რამდენიმეგვერდიანი მინიქეისი ერთ გაკვეთილს იკავებს, საშუალო ზომისა – 2 საათს, ხოლო დიდი ქეისი შესაძლოა რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მუშავდებოდეს. არსებობს ქეისები დანართებითა და დანართების გარეშე. ქეისსწავლება როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგია ქეისსწავლების მთავარი სირთულეა დისკუსიის მონაწილეთა შეფასება. ცოდნის შემოწმება და შეფასება უნდა წარიმართოს სწავლების დიდაქტიკური პრინციპების შესაბამისად. საჭიროა, მოსწავლე შეფასდეს დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის ან ზეპირი პრეზენტაციისთვის, რაც მოიცავს: 1. გამოსვლას, რომელიც აღწერს სერიოზული წინასწარი ანალიზის მცდელობას (სწორი ვარაუდები, კარგი მომზადება, არგუმენტირება და ა. შ. ) 2. ყურადღების გამახვილება ზოგიერთ საკითხზე, რომლებიც საფუძვლიან განხილვას მოითხოვს; 3. კატეგორიების აპარატის ფლობა, ცნებათა განმარტების, შინაარსის წვდომის სწრაფვა; 4. ლოგიკური აზროვნების უნარის დემონსტრირება; 5. ისეთი ალტერნატივების შეთავაზება, რომლებიც ადრე უგულებელყოფილ იქნა; 6. კონკრეტული სამოქმედო გეგმის ან გადაწყვეტის გეგმის შეთავაზება; 7. იმ არსებითი ელემენტების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია ქეისის ანალიზისთვის; 8. რაოდენობრივი მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა; 9. განხილვის შედეგების შეჯამება. ქეისის ანალიზის წერილობითი სახით წარდგენისას შეფასებისას გასათვალისწინებელია:
განვიხილოთ ქეისის აგების პრინციპები. ქეისის შექმნის პროცესს რამდენიმე ძირითადი ეტაპი აქვს:
დავალებებისა და სადისკუსიო კითხვების შემუშავებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ
ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები აკეთებენ თანამიმდევრულ ჩანაწერებს პრობლემის გადასაჭრელად ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ეს მეთოდი უფრო პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე. მას პრობლემის გადაჭრის პროცესის შეფასებაც კი შეიძლება ვუწოდოთ. იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის პროცესი უფრო ნათელი გახდეს, გავიხსენოთ, რა არის პრობლემა და ჩამოვთვალოთ მისი გადაჭრის შესაძლო ეტაპები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საგნისა და პრობლების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულწილად სხვადასხვანაირი იყოს: პრობლემად ითვლება ისეთი სიტუაცია, რთული საკითხი, ამოცანა, რომელიც შესწავლას და მოგვარებას მოითხოვს. პრობლემის მოგვარება გულისხმობს განსზაღვრული პრობლემის ამოსახსნელი პირობების, ხერხების ან დამხმარე საშუალებების მოფიქრებას კრიტიკული და შემოქმედებითი გზით. პრობლემის მოგვარება წარმოადგენს რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევას, რომელიც ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება. პრობლემის მოგვარების შესაძლო ეტაპებია: 1. პრობლემის განსაზღვრა; 2. სათანადო ინფორმაციის შეგროვება; 3. პრობლემის შესაძლო მიზეზების დადგენა; 4. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ხერხის მოფიქრება; 5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა; 6. პრობლემის გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება; 7. შედეგების შემოწმება და შეფასება .
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლეების მიერ გადადგმული ნაბიჯების აღწერას, ანუ პროცესის შეფასებას პედაგოგისთვის სამი მიზანი აქვს:
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს პედაგოგს, გააანალიზოს მოსწავლეთა ჩანაწერები. ჩანაწერების ანალიზის შედეგად მას შეუძლია
პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი პროცედურების ცოდნა და გამოყენება მნიშვნელოვანია ნებისმიერი საგნის შესასწავლად. პედაგოგმა პრობლემა ისე უნდა დასვას, რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების საშუალება მისცეს. პრობლემის მოგვარების პროცესის შეფასების სასწავლო მიზნებია:
ავტორი - მანანა ბოჭორიშვილი წყარო >>>> |
- ➥მთავარი გვერდი - Главная страница
- ➥ ბლოგის შექმნის მიზანი
- ➥ ჩემ შესახებ
- ➥ სამოტივაციო წერილი
- ➥ დიპლომი, სერტიფიკატები და ცნობები
- ➥ ბლოგის რუკა
- ➥ ზღაპრები
- ➥ ჩემი ბლოგები და ვებ გვერდები
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ➥ Русский язык-რუსული ენა
- ➥ ჩემი პრეზენტაციები
- ➥ სიმღერები
- ➥ ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო დამხმარე რესურსები
- ➥ რუსული ანბანის ასოები
- ➥ სასწავლო წლის კალენდარი
- ➥ სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი 2007 - 2015 სასწ.წ.
- ➥ ბლოგი - რუსული როგორც უცხო ენა - РКИ
пятница, 8 июля 2022 г.
ქეისებით სწავლება
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий