თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტირებული ავტორიტარული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რომელიც მოსწავლის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს ითვალისწინებს. ინტერაქტიულ სწავლებას პედაგოგიკაში სწავლებისა და ცოდნის ახალი სტრატეგიები შემოაქვს. იცვლება სწავლების მიზანი. იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, პირადად მისი თვისებები და ცოდნა. სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს ეყრდნობა. მისი ძირითადი იდეა ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ ძველი და ახალი ცოდნის შედარებით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება. კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. ამ ტიპის გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და, რაც ყველაზე მთავარია, შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობასა და ინტერესს. კონსტრუქტივისტული მეთოდით სწავლების შემთხვევაში მასწავლებელი პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობია. სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები:
შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის: 1. ინტერვიუ – სამი ნაბიჯი შესასწავლი თემა – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ („ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) კლასი – X სასწავლო მიზანი – განუვითაროს მოსწავლეებს მიზანმიმართული კითხვის დასმის, ინფორმაციის ლოგიკურად და ლაკონურად ჩამოყალიბების, აქტიური მოსმენის, ჩანაწერების გაკეთებისა და შეჯამების უნარი. მიმდინარეობა: მოსწავლეებს ვავალებ, გაეცნონ ტექსტს და ამის შემდეგ მოამზადონ კითხვები პრობლემის ირგვლივ (ინტერვიუსთვის), რათა გამოუმუშავდეთ შეკითხვის დასმის ჩვევა. კლასს ვყოფთ სამკაციან ჯგუფებად და ვუხსნი მეთოდის არსს. ტრიადის თითოეული მონაწილე იქნება ინტერვიუერი, რესპოდენტი და დამკვირვებელი. პირველი ნაბიჯი: ინტერვიუერი იღებს ინტერვიუს რესპონდენტისგან, ხოლო დამკვირვებელი აკეთებს ჩანაწერებს, ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპოდენტის საუბრიდან. მეორე და მესამე ნაბიჯი – როლები იცვლება (თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილია 5 წუთი, ჯამში – 15 წუთი). შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი ერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი დამკვირვებლის როლშია და, შესაბამისად, ჩანაწერებსაც აკეთებენ. ექვსივე რიგრიგობით წარმოუდგენს დანარჩენ მოსწავლეებს თავისი ჩანაწერიდან არსებითს. ბოლოს ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას. მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციას. ბოლოს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ და აფასებენ მიღებულ ინფორმაციას. ამ მეთოდის გამოყენება ეფექტურია, როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად, ასევე თემის შესაჯამებლად. ეს მეთოდი გვეხმარება, განუვითაროთ მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, რაც სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სოციალიზაციის უნარის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. 2.დაკარგული (გამოტოვებული) სიტყვები შესასწავლი თემა – აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ კლასი – XI სასწავლო მიზანი: ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება; კონტექსტური გასაღებების ამოცნობა და გამოყენება; წინარე ცოდნის გააქტიურება; მასალის მთლიანობაში გააზრება. მიმდინარეობა: დამოუკიდებელი კითხვისა და მოსწავლეთა ყურადღების მობილიზაციის მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს (მეოთხე თავი), რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები. მოსწავლეები კითხულობენ დაკვირვებით და ცდილობენ გამოტოვებული ადგილების შევსებას. სიტყვები უნდა დანომრონ ისე, როგორც ტექსტშია მოცემული (მაგალითად: „არც გვარით, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, – ჰაჯი უსუბ ცნობილია მხოლოდ 1… და 2… „ ) შემდეგ წყვილდებიან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევარს. შესაძლებელია, ერთის ნაცვლად რამდენიმე სავარაუდო პასუხმა მოიყაროს თავი. მოსწავლეები მსჯელობენ და სხვადასხვა ფერის მარკერით წერენ საკუთარ სიტყვებს, რათა არ გაუჭირდეთ საკუთარი ჩანაწერის მოძებნა. ყოველივე ამის შემდეგ ვუკითხავ ტექსტის სწორ ვარიანტს. ბოლოს მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ საინტერესო ვარიანტებს. ეს მეთოდი გვეხმარება მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურებაში, გაგებასა და ტექსტის გააზრებაში. გარდა ამისა, მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში. გამოყენებული ლიტერატურა: საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, ეროვნული ცენტრი. თბილისი 2012); 2. სწავლება და შეფასება – დამხმარე სახელმძღვანელო (II); მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008. ავტორი - მანანა ბაქრაძე წყარო >>> როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი? >>> |
- ➥მთავარი გვერდი - Главная страница
- ➥ ბლოგის შექმნის მიზანი
- ➥ ჩემ შესახებ
- ➥ სამოტივაციო წერილი
- ➥ დიპლომი, სერტიფიკატები და ცნობები
- ➥ ბლოგის რუკა
- ➥ ზღაპრები
- ➥ ჩემი ბლოგები და ვებ გვერდები
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ➥ Русский язык-რუსული ენა
- ➥ ჩემი პრეზენტაციები
- ➥ სიმღერები
- ➥ ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო დამხმარე რესურსები
- ➥ რუსული ანბანის ასოები
- ➥ სასწავლო წლის კალენდარი
- ➥ სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში
- ➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი 2007 - 2015 სასწ.წ.
- ➥ ბლოგი - რუსული როგორც უცხო ენა - РКИ
пятница, 8 июля 2022 г.
როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий