➥მთავარი გვერდი - Главная страница
➥ ბლოგის შექმნის მიზანი
➥ ჩემ შესახებ
➥ სამოტივაციო წერილი
➥ დიპლომი, სერტიფიკატები და ცნობები
➥ ბლოგის რუკა
➥ ზღაპრები
➥ ჩემი ბლოგები და ვებ გვერდები
➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი
➥ Русский язык-რუსული ენა
➥ ჩემი პრეზენტაციები
➥ სიმღერები
➥ ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო დამხმარე რესურსები
➥ რუსული ანბანის ასოები
➥ სასწავლო წლის კალენდარი
➥ სასწავლო გეგმა მეორე უცხოურ ენაში
➥ ჩემი სადამრიგებლო კლასი 2007 - 2015 სასწ.წ.
➥ ბლოგი - რუსული როგორც უცხო ენა - РКИ
вторник, 1 августа 2017 г.
დავიწყების საწინააღმდეგო რჩევები
სწავლა ყოველთვის ადვილი არ არის.
მაშინაც კი, როდესაც ის სასიამოვნოა, ის შეიძლება გამომფიტავი იყოს. მაგრამ კმაყოფილები ვართ, როდესაც რაღაცას ვისწავლით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თავით და ჩვენი წინსვლით. სამწუხაროდ, ნასწავლი შეიძლება დაგვავიწყდეს. ეს ხშირად არის პრობლემა, განსაკუთრებით ენების შემთხვევაში.
ჩვენი უმრავლესობა სკოლაში ერთ ან ორ ენას სწავლობს. ეს ცოდნა ხშირად იკარგება სკოლის დამთავრების შემდეგ. ჩვენ ამ ენაზე ძლივს ვლაპარაკობთ. ჩვენი მშობლიური ენა, ჩვეულებრივ, დომინირებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრი უცხო ენა მხოლოდ შვებულებაში ყოფნის დროს გამოიყენება.
მაგრამ თუ ცოდნა რეგულარულად არ აქტიურდება, ის იკარგება. ჩვენი ტვინი სავარჯიშოს საჭიროებს. შეიძლება ითქვას, რომ ის კუნთივით ფუნქციონირებს. კუნთი უნდა ვარჯიშობდეს, სხვაგვარად ის სუსტდება. მაგრამ დავიწყების საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს.
ყველაზე მნიშვნელოვანია ნასწავლის განმეორებითად გამოყენება. ამაში თანამიმდევრული რიტუალები გვეხმარება. შეგიძლიათ კვირის სხვადასხვა დღეებისთვის პატარა რუტინები დაგეგმოთ. მაგალითად, ორშაბათს შეიძლება წაიკითხოთ წიგნი უცხო ენაზე. ოთხშაბათს უცხოურ რადიოსადგურს მოუსმინოთ. პარასკევს კი უცხო ენაზე ჟურნალში ჩაწეროთ რაიმე. ამგვარად გამოიყენებთ როგორც კითხვას, ისე მოსმენას და წერას. ამის შედეგად, თქვენი ცოდნა სხვადასხვა გზით გააქტიურდება. ეს სავარჯიშოები ხანგრძლივი არ უნდა იყოს; ნახევარი საათი საკმარისია. მაგრამ მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში.
კვლევები უჩვენებს, რომ ნასწავლი ტვინში ათწლეულების განმავლობაში რჩება. უბრალოდ, მას კვლავ უჯრიდან "ამოთხრა" სჭირდება...
Комментариев нет:
Отправить комментарий
Следующее
Предыдущее
Главная страница
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий