Показаны сообщения с ярлыком ბ.ბლიუმი-Б.Блюм. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ბ.ბლიუმი-Б.Блюм. Показать все сообщения

понедельник, 14 мая 2018 г.

Глаголы-опоры таксономии Блума при планировании видов деятельности для разных видов интеллекта.







































Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



среда, 16 августа 2017 г.

ბენჟამინ ბლუმი და "ბლუმის ტაქსონომია"



ბლუმი ბენჯამინ (1913-1999)
ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ავტორი საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომიის, რომელიც განსაზღვრავს აზროვნების დონეებს. მან შემოგვთავაზა კოგნიტური მიზნების იერარქია, რომელიც ხუთი ეტაპისაგან შედგება. ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია); გაგება (გააზრება); გამოყენება (მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების უნარი); ანალიზი (ინფორმაციის კომპონენტებად დაყოფა მოვლენის არსის წვდომის გასაადვილებლად); სინთეზი (მოვლენის მთლიანობაში აღქმა); შეფასება (ღირებულებითი მსჯელობები, შედარებითი შეფასებები). გააქტიურების პროცესში, ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ბლუმის თეორის მიხედვით, ინფორმაციის ცოდნა, გაგება სწავლისთვის აუცილებელი, მაგრამ იგი არასაკმარისი პირობაა. იმისთვის რომ მიღებული ინფორმაცია ბავშვმა განაზოგადოს და შემდგომ გამოყენება შეძლოს, აუცილებელია მისი გაგება და ანალიზი, ხოლო ახალი პროდუქტის შესაქმნელად, ახალი ცოდნის მისაღებად კი საჭიროა სინთეზისა და შეფასების გონებრივი ოპერაციების წარმოება. ცოდნა, გაგება და გამოყენება მიიჩნევა აზროვნების ქვედა, სავალდებულო დონეებად, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა, სასურველ დონეებად.


ბენჟამინ ბლუმი — ამერიკელი განათლების ფსიქოლოგი (1913-1999); ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემა „ბლუმის ტაქსონომიის“ სახელითაა ცნობილი.ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში

არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.
ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი – ზედა დონეში.