<<< შეფასების რუბრიკები >>>






















ზეპირი და კითხვითი საკლასო აქტივობები

ფასდება  შემდეგი უნარები:

  •   მოსმენის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი მოსმენა )
  •   კითხვის უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი კითხვა )
  •  ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი ლაპარაკი)
  • გამოთქმა
  •  გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა
  •   თვითშეფასება , თანაშეფასება   და სხვა.


უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:

  • უცნობი სიტყვების ამოცნობა კონტექსტის მიხედვით
  • მოსმენილი ან წაკითხული ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე სწორი პასუხის შემოხაზვით
  •   ტექსტზე მუშაობა ლექსიკონის დახმარებით
  •   არეული აბზაცები/დიალოგის დალაგება
  •  ტექსტის/აბზაცის დასათაურება
  • არეულად მოცემული სიტყვების ნაკლულ ტექსტში ჩასმა
  •   სიმულაციური სიტუაციის გათამაშება
  • კითხვების დასმა
  • პასუხების გაცემა
  •  ამბის მოყოლა
  • გრამატიკული კონსტრუქციების და ფორმების ამოცნობა
  • სინონიმური/ანტონიმური წყვილების დაკავშირება
  • მცდარი გრამატიკული ფორმების ამოცნობა
  •  თვითშეფასების სქემების შევსება და სხვა მრავალი.



საკლასო წერის აქტივობები




ფასდება შემდეგი უნარები:

  • წერითი მეტყველების უნარ-ჩვევა (იხ. ესგ-ის სტანდარტი წერა )
  • გრამატიკული, ლექსიკური და ორთოგრაფიული უნარ-ჩვევა
  • თვითშეფასება, თანაშეფასება



უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით:



  • სხვადასხვა ტიპის ტექსტის შეფგენა (მისალოცი ბარათი, მოსაწვევი, კულინარული რეცეპტი, მოგონება,..)
  • პროექტის შექმნა (მაგ. სარეკლამო აფიშა)
  • წინანდადებაში/ტექსტში მეტყველების ნაწილის შესაბამისი ფორმით ჩასმა, წინადადებების/ტექსტების ტრასფორმირება (მაგ. აწმყოდან - მომავალში, მამრობითიდან - მდედრობითში, მხოლობითდან - მრავლობითში,თხრობითი კილოდან - ბრძანებითში,.. ), ნაკლულ ტექსტში წინდებულების ჩასმა
  • სიტყვების წარმოება პრეფიქს/სუფიქსებით
  • წინადადების დასრულება, კითხვებზე პასუხის გაცემა
  • პასუხების მიხედვით კითხვების დასმა და სხვა მრავალი.       


საშინაო დავალება


ფასდება შემდეგი უნარებით:

  • შესრულებული დავალების ხარისხი
  • დავალებათა შესრულების სისტემურობა



2 комментария: