воскресенье, 25 февраля 2018 г.

როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციები




მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებული სქემის მიხედვით, პედაგოგებისთვის სტატუსების ასამაღლებლად რამდენიმე გზა იქნა შეთავაზებული. თუ პედაგოგი გამოცდაზე ვერ აიღებს მომდევნო საფეხურზე გადასასვლელ საჭირო რაოდენობის კრედიტქულებს, მათი დაგროვება დამატებითი აქტივობებითაა შესაძლებელი.

მასწავლებლის სახლმა სქემის გზამკვლევი ვიდეოინსტრუქციები ჩაწერა.

პროფესიული განვითარების განახლებული სქემის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობა პირობითად 4 სფეროდ არის დაყოფილი. პედაგოგის საქმიანობა ფასდება პროფესიული განვითარების სფეროს, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების, კლასგარეშე და სოციალური საქმიანობის და პროფესიული თანამშრომლობის მიხედვით.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების დამატებითი აქტივობების შეფასების წესის შესახებ გადაღებულ ვიდეოში საუბარია პროცედურებსა და კრედიტქულების მინიჭების შესახებ.

კერძოდ, როგორ ფასდება დამატებითი აქტივობები; რა დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო შეფასების ჯგუფისათვის. ვიდეოში განხილულია დადასტურების დოკუმენტების ატვირთვის პროცესი სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, e School. ასევე რა შემთხვევებში ვერ მიენიჭებათ მასწავლებლებს კრედიტქულები დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაშიც.


ამასთან, მასწავლებლის სახლმა ცალ-ცალკე ვიდეოინსტრუქციები მოამზადა შემდეგი დამატებითი საქმიანობების შესახებ, რომელიც ფასდება შეფასების ფურცლის მიხედვით. ესაა საკლუბო მუშაობის წარმართვა; კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის, შეჯიბრებებისთვის მოსწავლის მომზადება; საზაფხულო სკოლის მოწყობა; სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა. დამატებით საქმიანობებს შორისაა რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნაც.

წყარო






Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



Комментариев нет:

Отправить комментарий