Показаны сообщения с ярлыком ლევ ვიგოტსკი-Л.Выготский. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ლევ ვიგოტსკი-Л.Выготский. Показать все сообщения

вторник, 25 апреля 2023 г.

ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორია





ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორია


რუსი ფსიქოლოგი ლ.ვიგოტსკი თვლიდა, რომ კარლ მარქსის იდეები გამოყენებული უნდა ყოფილიყო ფსიქოლოგიაშიც. იდეა კი მდგომარეობდა შემდეგში : თუ ყველა ადამიანი ერთად იშრომებს, საზოგადოება უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე მაშინ, როცა ადამიანები შრომობენ ინდივიდუალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ადამიანი თავისი არსით სოციალური არსებაა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი შესწავლა მისი სოციალური ბუნების გათვალისწინების გარეშე, ჰგავს უბურთოდ ფეხბურთის თამაშს. ენა კი წარმოადგენს სოციალური გარემოს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც საფუძვლად უდევს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებას:აღქმა, მეხსიერება, აზროვნება.

ბავშვი სწავლობს პრობლემის გადაწყვეტას გამოცდილებით, მაგრამ ეს გამოცდილება სოციალური ურთიერთობისა და ურთიერთგაზიარების კონტექსტში შემუშავდება. აქ იგულისხმება ბავშვის ურთიერთობა მშობელთა, მასწავლებელთან და ა.შ. საწყის ეტაპზე ბავშვთან ურთიერთობაში ჩართული პიროვნება იღებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას პრობლემის გადაწყვეტაზე, მაგრამ თანდათანობით პასუხისმგებლობის გადანაწილება თვითონ ბავშვზე ხდება. ამგვარად, ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, ბავშვი იმთავითვე სოციალურ არსებად მოიაზრება. სოციო-კულტურული თეორია ხაზს უსვამს ბავშვებსა და საზოგადოების უფრო მცოდნე წევრებს შორის დიალოგის აუცილებლობას. ისინი კულტურას სწორედ ამგვარი ურთიერთობის საშუალებით ეუფლებიან.

ლევ ვიგოტსკი – სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი





სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი



   ლ. ვიგოტსკი აანალიზებს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც       სწავლებასწავლისა და ფსიქიკური განვითარების        
   ურთიერთდამოკიდებულების საკითხის ირგვლივ არსებობს. იგი მათ 
   სამ ჯგუფად ჰყოფს:


среда, 6 июля 2022 г.

სოციალური კონსტრუქტივიზმი






ქმედების თეორია — განათლების სფეროში ქმედების თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით.

ქმედების თეორიის ერთ-ერთი წარმომადგენელია საბჭოთა ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში. ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც “შინაგანი მონოლოგის”, საშუალებად გამოყენება.

ლევ ვიგოტსკი - უახლოესი განვითარების ზონა





ლევ ვიგოტსკი - უახლოესი განვითარების ზონა

  ცნობილმა რუსმა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურულ თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო უახლოესი განვითარების ზონის ცნებას. ვიგოტსკის მიხედვით, განვითარების ყველა საფეხურზე არსებობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ბავშვი დამოუკიდებლად ახერხებს. ზოგი პრობლემის გადაწყვეტისას კი ბავშვს სჭირდება უფროსის დახმარება - მინიშნება, დეტალების ან თანმიმდევრობის შეხსენება, მისი მცდელობის წაქეზება და ა.შ. 
რა თქმა უნდა, ზოგი ამოცანა ბავშვის ძალებს აღემატება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითოეული ნაბიჯი ნათლადაა ახსნილი. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები ასაკთან ერთად ვითარდება. ყოველ ასაკს შეესატყვისება ამა თუ იმ ფუნქციის განვითარება და სრულყოფა. ბავშვის ფსიქიკური ფუნქციები და უნარები არათანაბრად ვითარდება. შეფასების მომენტში ზოგი მათგანი უკვე ჩამოყალიბებულია, ზოგი კი მხოლოდ იწყებს ჩამოყალიბებას. მხატვრული შედარება რომ გამოვიყენოთ, ბავშვის ფსიქიკა ერთდროულად იმყოფება ორ მდგომარეობაში - მყარი და თხევადი. ზოგი პროცესი უკვე ჩამოყალიბდა, გამყარდა. ზოგი (თხევადი) კი მხოლოდ ეხლა იწყებს გამყარებას. მაგალითად, 3 წლის ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია დახიოს ან დაკუჭოს ქაღალდი. უფროსის დახმარებით კი შეუძლია, ქაღალდის ნაწილებისგან აპლიკაცია ან ქაღალდის ბურთი გააკეთოს.

ლ. ვიგოტსკი ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში 2 დონეს გამოყოფს:

1.აქტუალური განვითარების დონე 
2. უახლოესი განვითარების ზონა.

აქტუალური განვითარების ზონა, ეს არის ფსიქიკური ფუნქციები, უნარები და ჩვევები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია, მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების დახმარების გარეშე.

უახლოესი განვითარების ზონა გულისხმობს იმ ფსიქიკურ ფუნქციებს, უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს, რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

вторник, 30 мая 2017 г.

Выготский: очень краткое введение

Выготский: очень краткое введение







Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован