Показаны сообщения с ярлыком ნ.ვ.გოგოლი - Н.В.Гоголь. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ნ.ვ.გოგოლი - Н.В.Гоголь. Показать все сообщения

суббота, 21 сентября 2019 г.

Гоголь - моголь
































ИСТОЧНИК



Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



среда, 31 мая 2017 г.

გოგოლისა და ანა ბაგრატიონის და-ძმური მეგობრობა და 2 ქართული ეპიზოდი ”მკვდარ სულებში”


რუსებსა და უკრაინელებს დიდი დავა აქვთ ატეხილი XIX საუკუნის გამოჩენილი პროზაიკოსის - ნიკოლაი გოგოლის ეთნიკური კუთვნილების გამო: ერთნი, მისი სამწერლო ენის მიხედვით, მას რუსად მოიხსენიებენ, ხოლო მეორენი - წარმომავლობის მიხედვით - უკრაინელად.

ჩვენთვის, ქართველებისთვის კი, იმისდა მიუხედავად, უკრაინელი იყო ის თუ რუსი, გოგოლი ზოგადად დიდი შემოქმედია და, სავარაუდოდ, არცთუ ცუდად ჩახედული საქართველოს ცხოვრებისეულ ვითარებაში.

გოგოლის საყოველთაოდ ცნობილ ”მკვდარ სულებში” გვხვდება ორი ფრაგმენტი, სადაც ავტორი ეხება ქართული სინამდვილის ისეთ მოვლენებს, რომლებიც ნათელჰყოფენ, რომ მათ მცოდნე ადამიანს, უეჭველად ეცოდინებოდა ქართული ყოფის თავისებურებები.

ცნობილია, რომ ნიკოლაი გოგოლმა თავისი სიყმაწვილე გაატარა უკრაინაში, შემდეგ მთელი ცხოვრება - რუსეთში; ის საქართველოში არ ყოფილა. მაშ, საიდან უნდა ჰქონოდა ეს ცოდნა?

ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ჯერ შევეხოთ ხსენებულ ფრაგმენტებს. აი, პირველი ასეთი ეპიზოდი:

”...ჩვენი გმირი (ჩიჩიკოვი - ზ.ქ.), ქართულ ხალიჩაზე მოკალათდა და ზურგს უკან ტყავის ბალიში ამოიდო”.

მოდით, ვიმსჯელოთ - რატომ დასვა გოგოლმა თავისი გმირი მაინცდამაინც ქართულ ხალიჩაზე? როგორც წესი, თავ-თავიანთი ქვეყნის გარეთ კარგად არის ცნობილი ხალიჩების აღმოსავლური სახეები - თურქული, სპარსული...ხოლო ქართული ხალიჩა არც წინათ და არც ახლა არასოდეს ყოფილა ისე პოპულარული და ქართულ თვალსაჩინოებათა შორის საგანგებოდ სახელგანთქმული, როგორიც არის, ვთქვათ, ქართული ღვინო ან ქართული სიმღერა.

მაშ რანაირად არკვევს გოგოლი, რომ სწორედ ქართული იყო ის ხალიჩა? იმისათვის, რომ მწერალს ხალიჩის ქართული წარმომავლობისთვის გაესვა ხაზი, მას უსათუოდ მოეთხოვებოდა ქართული ყოფითი კულტურის საკითხებში განსწავლულობა. ხოლო, ქართული ხალიჩის განსასხვავებლად თურქულისა და სპარსულისაგან, მას კიდევ დასჭირდებოდა ამ ხალიჩის ქრისტიანულ სიმბოლოებსა დ ორნამენტებში ესთეტიკური წვდომა და ეთნოლინგვისტურ ქარაგმათა ამოხსნა.

ახლა, დროებით მივატოვოთ ეს საკითხი და გადავიდეთ მეორე ფრაგმენტზე:

გუბერნატორთან გამართულ წვეულებაზე გოგოლი აღწერს დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორისაც არიან:

”პოჩტმეისტერი, კაპიტან-ისპრავნიკი, მანდილოსანი ცისფერი ბუმბულით, მანდილოსანი თეთრი ბუმბულით, ქართველი თავადი ჩიფხაიხილიძევი, მოხელე პეტერბურგიდან, მოხელე მოსკოვიდან, ფრანგი კუკუ, პერხუნოვსკი, ბერებენდოვსკი”...

როდესაც საუბარია ”მკვდარი სულების” გმირების გვარ-სახელებზე, საჭიროა გავითვალისწინოთ თვით გოგოლის შენიშვნა:

”გამოგონილი გვარების გამოყენება სახიფათოა. რა სახელიც არ უნდა მოიგონო, ჩვენი ქვეყნის რომელიმე კუთხეში (ქვეყნისა, რომელსაც სიგრძე და განი არ აკლია), აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ამ გვარის მატარებელი და გადაგემტერება სამკვდრო-სასიცოცხლოდ”.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვიგულისხმოთ, რომ გოგოლის ნაწარმოებებში ყველა დასახელებული გვარი პოტენციურად გამოგონილია ავტორის მიერ.

რადგან ქართველებში არ არსებობს გვარი ჩიფხაჲხილიძე(ვი), უნდა დავადასტუროთ, რომ ეს გვარი აშკარად ხელოვნურია, მოგონილია - გოგოლის ფანტაზიის ნაყოფია. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მწერალი გვარის მოდელირებისას ეყრდნობოდა რომელიმე მისთვის ცნობილ, გამოგონილთან მიახლოებული ჟღერადობის მისთვის ხელმისაწვდომ ქართულ დიდგვაროვნულ გვარს (ჭავჭავაძის, ჭალაგანიძის - სადაც ”ჭ” რუსულში ”ჩ”-დ გამოითქმის; ჩხეიძის, თუ სხვათა), მაგრამ არცერთი მათგანი - არც ხმიანობით, მარცვლოვნებითა თუ სხვა ნიშნებით მაინც ვერ მიდის ახლოს გოგოლის მიერ მოგონილ გვართან.

სამაგიეროდ, თუ გავიხსენებთ, რომ იმისათვის, რათა გოგოლის მიერ აღწერილ წვეულებაზე დამსწრე კარიკატურულ ადამიანებში ქართველი თავადი ორგანულად ჩაწერილიყო, მის გვარს უნდა ჰქონოდა აგრეთვე კარიკატურული ჟღერადობა და, თუ გავითვალისწინებთ გოგოლის ფართო გასტრონომიულ თვალსაწიერსაც, გვარის დამარცვლით ცხადვყოფთ, რომ ”ჩიფხაჲხილიძე” ზუსტად იმეორებს ქართული კერძის - ”ჩახოხბილის” სახელწოდებას:

”ჩიფხაჲხილი: (”ჩი-ფხაჲ -ხი-ლი”) და ”ჩახოხბილი” (’ჩა-ხო-ხბი-ლი”).

ასე რომ, როდესაც გოგოლი ქართველ თავადს აძლევს გასტრონომიულ გვარს, სხვა მახასიათებლებთან ერთად (რითაც ის ღირსეულ კამპანიას უწევდა თავისნაირებს წვეულებაზე), იხატება ჭამა-სმის მოყვარული მუცელღმერთა ქართველი თავადის პორტრეტი.

თავისთავად იბადება დასკვნა, რომ ორივე ზემოთ მოყვანილი ეპიზოდი გვიჩვენებს გოგოლის ნაცნობობას ქართულ სინამდვილესთან და ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავსვათ კითხვა - საიდან შეიძლება სცოდნოდა?

წერილის ავტორს გააჩნია საკუთარი ჰიპოთეზა:

გოგოლს ჰქონდა დიდი მეგობრობა ქართველი უფლისწულის - ბაქარის შვილიშვილ გიორგი ბაგრატიონის ქალიშვილ ანასთან. მათ შორის იმდენად თბილი დამოკიდებულება იყო, რომ ერთ-ერთ წერილში გოგოლი სწერდა მას: ”მე თქვენ შემიყვარდით გულწრფელად, შემიყვარდით, როგორც და”.

ანა გიორგის ასული ცოლად ჰყავდა ალექსანდრე ტოლსტოის და ამ ოჯახთან არის დაკავშირებული გოგოლის ცხოვრების უკანასკნელი წლები. განსაკუთრებით, სიკვდილის პირას მყოფ მწერალს ერთი წუთითაც არ ტოვებდა ყურადღების გარეშე ცოლ-ქმარი.

”აქ გოგოლს თავს ევლებოდნენ, როგორც პატარა ბავშვს - აძლევდნენ მოქმედების სრულ თავისუფლებას - წერდა თავის მოგონებებში პოეტი ნიკოლაი ბერგი - მას არაფერზე არ უხდებოდა ზრუნვა. საუზმეს, სადილს, ჩაის, ვახშამს მიართმევდნენ იქ, სადაც ინებებდა. მისი თეთრეული ირეცხებოდა და ეწყობოდა კარადაში უხილავი სულების მიერ”.

აღსანიშნავია, რომ ტოლსტოებსაც და გრუზინსკებსაც უხვად ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებული რელიქვიები. ტოლსტოების შინაურ ეკლესიაში, სხვა ხატებს შორის იყო ქართული ეკლესიის ყოველთა წმიდანთა ხატი. მეორეს მხრივ, გოგოლი არაერთგზის სტუმრებია გიორგი გრუზინსკის ოჯახსაც ლისკოვოში, სადაც ნახევარი საუკუნის მანძილზე ინახებოდა წმიდა მოციქულთასწორ ნინოს ჯვარი. ეს ჯვარი 1749 წელს უფლისწულ ბაქარს გადასცა საქართველოს მიტროპოლიტმა რომანოზმა (სხვათა შორის, 1801 წელს თავადმა გიორგი გრუზინსკიმ იგი უსახსოვრა ალექსანდრე პირველს, რომელმაც დააბრუნებინა საქართველოში და დღემდე ინახება ”სიონის” საკათედრო ტაძარში).

ამდენად, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ თავადი გიორგი გრუზინსკი და მისი ქალიშვილი ანა იყვნენ ის ადამიანები, ვისგანაც კრებდა გოგოლი ცნობებს საქართველოს სინამდვილიდან.


წყარო






Ник ქეთი მასწავლებელი зарегистрирован



вторник, 19 июля 2016 г.

В чем сила произведения Николая Гоголя «Тарас Бульба»?



სასკოლო სახელმძღვანელო - "Русский язык" - სVII.
თანაავტორები: მაია ლორთქიფანიძე, ირინე ჩხეიძე, თამარ ჩიმაკაძე

У Николая Гоголя много гениальных произведений, но «Тарас Бульба» превосходит их все своей эмоциональностью и безграничной любовью к казацкому народу…




Тарас Бульба – смелый и опытный казак, он не раз сокрушал врагов, догоняя их в степных просторах, однако сегодня у Тараса новая забота – его сыновья Остап и Андрей закончили семинарию и приехали к батьке, теперь старому бравому казаку, нужно научить их всему тому, что он умеет сам.

Вопреки стенаниям матери, Тарас отправляется с сыновьями в Запорожскую Сечь, чтобы в боях их закалить. Казаки во главе с Тарасом Бульбой переизбирают атамана и идут войной на Польшу.

Поляки укрываются в городе, а казацкие воины осаждают его и ждут, пока хозяева, изнемогая от голода, сдадутся.

Младший сын Тараса Андрей еще во времена пребывания в семинарию влюбился в польскую панночку, которая гостила в Киеве. Однажды ночью, когда город находился в осаде, к нему через подземный ход крадется служанка той самой панночки и сообщает молодому человеку, что его любимая в осажденном городе. Андрей покидает казацкое войско и переходит на сторону врага.

Тарас возмущен поступком сына, он просит казаков, чтобы они заманили Андрея в лес и собственноручно в страшной схватке убивает Андрея.

Старший сын Тараса Остап схвачен врагами, его казнят на центральной площади Варшавы. Старый казак видит героическую смерть сына, собирает войско и начинает нещадно громить поляков.

Однако, потеряв люльку, и не желая оставлять ее врагу, он останавливается и оказывается в руках поляков, которые его казнят.

Последняя мысль Тараса о Родине, он кричит казакам, чтобы они уходили по реке, дабы в будущем вернуться и довершить правое дело…


Краткое содержание повести "Тарас Бульба":

Старый казак Тарас Бульба воспитывает двух сыновей, Остапа и Андрия. Однажды Тарас решает показать сыновьям настоящую жизнь казаков и привозит их в Запорожскую Сечь. В Сечи Тараса Бульбу все знают как отважного и опытного воина.

Тарас Бульба с сыновьями находятся некоторое время в Сечи. Внезапно казаки узнают, что поляки притесняют украинцев. Запорожцы решают дать отпор полякам и собирают против них войско. Казачье войско приходит из Сечи к польскому городу Дубно. Казаки окружают город и морят жителей голодом.

Внезапно Андрий Бульба узнает, что в Дубно находится его возлюбленная, польская панночка. Он влюбился в нее еще в Киеве 2 года назад. Андрий тайно пробирается в окруженный город. Здесь он снова видит свою панночку и теряет голову от любви к ней. Чтобы остаться с любимой, Андрий переходит на сторону поляков и предает родину.

Вскоре между поляками и казаками происходит жестокое сражение за Дубно. В ходе боя Тарас видит своего сына, изменника Андрия, воюющего на стороне поляков. Тарас убивает Андрия. В конце концов поляки побеждают в сражении. Тарас Бульба получает ранение, а Остап попадает в плен.

Вернувшись в Сечь, Тарас залечивает раны и отправляется на поиски сына Остапа в Варшаву. Приехав туда, старик пытается попасть к Остапу в тюрьму, но ему не удается его спасти. Вскоре поляки казнят Остапа, Тарас пристутствует при этой казни. После смерти Остапа старик Бульба возвращается в Сечь.

Спустя время украинский гетман заключает мир с поляками. Тарасу не нравится это перемирие, потому что он не доверяет полякам. Тарас собирает свое войско и нападает на польские города, безжалостно убивая жителей. Таким образом Тарас жестоко мстит за смерть Остапа. В конце концов поляки выступают против Бульбы, берут его в плен и казнят на костре. Умирая, Тарас славит православную веру и силу своего народа.

Конец. Это было краткое содержание повести "Тарас Бульба" Гоголя: краткий пересказ сюжета, повесть в сокращении.

***

Источник данного материала




Какие интересные факты о жизни Гоголя известны?



Произведения Николая Васильевича Гоголя были на редкость загадочными, однако не меньшими тайнами окружен и сам образ писателя. Современники вспоминают Гоголя как человека со странными привычками и увлечениями.

Например, украинский писатель испытывал необыкновенную страсть к такому женскому занятию как рукоделие. Он с удовольствием вязал на спицах носки и шарфы, кроил своим сестрам платья, а к лету десятками шил себе шейные платки.

Гоголь боялся в жизни немногих вещей, но терпеть не мог грозы. Одной из его странных привычек было катать из хлеба шарики и потом складывать их на столе. К слову, другая слабость Гоголя связана с сахаром. Писатель часто прятал его в карманах, а затем грыз за столом во время душевных мук, работая над очередным произведением.

Одно из самых известных произведений Гоголя «Вий», скорее всего, было полностью придумано писателем, а не взято из народного фольклора по аналогии с другими рассказами «Вечеров на хуторе…»

Что же касается последних годов жизни Гоголя, ни современники, ни литературоведы пока не могут дать какой-либо трезвой оценки поведения писателя. Говорят, что он страдал депрессией, бессонницей, его постоянно преследовали видения в образе демонов. Такой же неизвестной остается и судьба второго тома произведения «Мертвые души».
ИСТОЧНИК

67c84dab6e2e (10x10, 1Kb)