пятница, 5 августа 2016 г.

ჟან პიაჟეს რჩევები მასწავლებლებს



     შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე, რომლის კვლევის ძირითადი სფერო ბავშვის გენეტიკური ფსიქოლოგიაა, ამტკიცებს, რომ ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს გავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მასთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება მხოლოდ ცოდნის დაგროვების თვალსაზრისით კი არ ვითარდება, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც.

      ბავშვის მიერ აღქმული სამყარო განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმულისგან. პიაჟეს მიხედვით, თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს (სქემებს), ის ამ ინფორმაციას იგებს, ანუ ახდენს მის ასიმილაციას; თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, იგი გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, არის ახალი გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით და არის არსებული შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით. ასიმილაციისა და აკომოდაციის ურთიერთქმედება კი თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის მართებულობას. კერძოდ, ერთსა და იმავე ინფორმაციაზე ყოველი ბავშვი სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან ინფორმაციას სხვადასხვანაირ შემეცნებით სტრუქტურაში კრავს. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას – კონსტრუქციას.

პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპები ასეთია: 

  • შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები; შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვს ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია); სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდეს მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს, რომლებიც სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

    პიაჟეს მიხედვით, გონებრივი განვითარების მსგავს ეტაპებს ყველა ბავშვი მსგავსი თანამიმდევრობით გაივლის. ყოველი ეტაპი შემეცნების თვისებრივად განსხვავებული ფორმით ხასიათდება. არსებობს შემეცნების ოთხი ასეთი ეტაპი ანუ საფეხური: . სენსომოტორული, რომელიც მოიცავს ცხოვრების პირველ ორ წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებსა და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს მარტივი მოქმედებების საშუალებით შეიმეცნებს. ასეთი მარტივი მოქმედებებია წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა.



  • . პრეოპერაციული. იგი მოიცავს 2-დან 6 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით.



  • . კონკრეტული ოპერაციები. ეს 6-დან 11 წლამდე პერიოდია. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების უმეტესობა ქრება. ამ ასაკის ბავშვს უკვე შესწევს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატება, გამოკლება, დალაგება და ა. შ. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ სიტუაციების წარმოდგენას – რა მოხდებოდა, რომ… ამავე პერიოდში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა. ამ ასაკში მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ოცნება, განზოგადება, სინთეზი. რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიკაციებს და რიგის მიხედვით დალაგებას.



  • . ფორმალური ოპერაციების ეტაპი. იგი იწყება 11 წლიდან და ზრდასრულ ასაკამდე გრძელდება. მას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი პირდაპირ რეალობიდან არ იყოს აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე.


ჟან პიაჟე მასწავლებლებს ურჩევს:

        ყურადღება გაამახვილონ მოსწავლეთა აზროვნების პროცესზე და არა მხოლოდ მის შედეგზე. მასწავლებელმა მოსწავლეს მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეუმოწმოს, არამედ დაადგინოს, რა გონებრივი პროცესები გამოიყენა მან ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში – ცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად.

მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და ეს გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში – პიაჟეს თეორიის თანახმად, განვითარების სტადიებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანამიმდევრობით, მაგრამ სხვადასხვა ტემპით გადის, ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო დავალებები ცალკეული ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის. შეფასებაც თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

წყარო

ბავშვის აზროვნების განვითარება პიაჟეს მიხედვით.

თუ გვინდა გავიგოთ როგორ აზროვნებს ბავშვი, უნდა შევეცადოთ გავარკვიოთ - როგორ იცვლება ბავშვის აზროვნების სტრუქტურა და ფორმები; როდის უჩნდება ბავშვს აზრის ისეთი მაქანიზმი, რომლითაც იგი წვდება მოვლენებს შორის არსებულ მიმართებებს; როგორ ლოგიკას იყენებენ ისინი და როგორ იცვლება ის ასაკის მატებასთან ერთად.

სწორედ ასეთ კითხვებს სვამდა ჟან პიაჟე ბავშვის აზროვნების შესწავლისას. შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟ. პიაჟეს კონცეფცია შედარებით სრულად წარმოგვიდგენს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. განვითარების ძირითად ნიშნად ჟ. პიაჟე თვლის სტადიების მონაცვლეობას, უწყვეტ გადასვლას ერთი შემეცნებითი სტრუქტურიდან მეორეზე. სტრუქტურის ყოველი შემდეგი სტადია მიიღება წინა სტადიის დიფერენციაციისა და კოორდინაციის შედეგად.

რა არის ინტელექტის განვითარების პროდუქტი (შედეგი)?

ოპერაცია ეს არის კოორდინირებული მოქმედებების სისტემა. მაგალითად, მათემატიკური მოქმედებები წარმოადგენს ოპერაციას. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის აზროვნება უფრო ორგანიზებული ხდება, ვითარდება უკეთესი და უფრო რთული ოპერაციები. ოპერაცია ქმნის ცვალებად, მთლიან სტრუქტურას. ჟ. პიაჟე გამოყოფს 4 ძირითად სტრუქტინტელექტუალური განვითარების კრიტერიუმად ჟ. პიაჟეს მიჩნეული აქვს ოპერაციის წარმოშობა.

ოპერაცია ეს არის განსაკუთრებული სახის მოქმედება. ოპერაცია განსხვავდება უბრალო მოქმედებისაგან ანდა მიზანდასახული ქცევისაგან ორი ნიშნით: ის არის ინტერიორიზებული და შექცევადი. ინტერიორიზაცია მდგომარეობს შემდეგში: ბავშვი ამოცანას წყვეტს არა გარეგანი მოქმედების გზით, არამედ შინაგან პლანში, აზროვნების პროცესების სახით.

შექცევადობა კი გულისხმობს სრულ კომპენსაციას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ოპერაციის მოქმედება შეიძლება გაუქმებული იქნას საწინააღმდეგო ოპერაციით, ანუ გონებაში დავუბრუნდეთ პირვანდელ მდგომარეობას.

პიაჟე გვთავაზობს სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება განვითარების 4 ასაკობრივ სტადიას. ესენია:

1)სენსომოტორული ინტელექტის სტადია (0 – 2, 0 წელი)

2)ოპერაციამდელი სტადია ( 2, 0 – 7, 0 წელი)

3)კონკრეტული ოპერაციების სტადია ( 7, 0 – 11, 0 წელი)

4)ფორმალური ოპერაციების სტადია ( 11, 0 – 15, 0 წელი)

1) სენსომოტორული ინტელექტის სტადია-მოიცავს ცხოვრების პირველ ორ წელიწადს. ამ დროს ცოდნა სამყაროს შესახებ შეზღუდულია ადამიანებთან და საგნებთან ფიზიკური ურთიერთქმედებით და ჩვილი სამყაროს შეიმეცნებს მარტივი მოქმედებების საშუალებით. ასეთი მარტივი მოქმედებებია: წოვა, ტაცება, ღეჭვა, დათვალიერება და სხვა. ბავშვი 2 წლის ასაკში უკვე ეუფლება ობიექტთა მუდმივობას და აცნობიერებს, რომ საგნები აგრძელებენ არსებობას, მაშინაც კი, როცა ისინი ქრებიან მათი მხედველობის ველიდან.

2)ოპერაციამდელი სტადია-მოიცავს 2-7 წლამდე პერიოდს. სამყაროს შემეცნების მიზნით ბავშვი იწყებს სიმბოლოების გამოყენებას. საგნებსა და მოვლენებს სიტყვები, რიცხვები ან ნახატები ცვლის. ქმედებები, რომლებიც ადრე ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ახლა გონებრივად წარიმართება შინაგანი სიმბოლოების გამოყენებით. პრეოპერაციულ საფეხურზე ბავშვი ჯერ არ ფლობს პრობლემის სიმბოლური გადაჭრის ჩვევებს და უჭირს ობიექტთა კლასიფიკაცია. სხვადასხვა შინაარსის შეცდომები და უხერხულობები თან ახლავს მის მცდელობებს, რომ გაიგოს სამყარო.

3)კონკრეტული ოპერაციების სტადია-ეს ეტაპი მოიცავს 7-11 წლამდე პერიოდს. ამ დროს წინა საფეხურზე არსებული შეზღუდვების დიდი რაოდენობა ქრება. ამ პერიოდის ბავშვს აქვს უნარი, აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც უკვე ფლობს. მას შეუძლია მიმატების, გამოკლების, დალაგების, და ა. შ. ოპერაციების წარმოება. ამ ასაკში ბავშვები იწყებენ გონებაში სიტუაციების წარმოდგენას - რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ... ამავე ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ნივთების შინაგანი თვისებების შესახებ წარმოდგენების შექმნა (წონა, მოცულობა და ა.შ.). მათ უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, აბსტრაქტული ცნებების გამოყენება, განზოგადება, სინთეზი; რომელიმე კონკრეტული აბსტრაქტული ამოცანის ამოხსნა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამოცანა პირდაპირ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.

4)ფორმალური ოპერაციების სტადია-იწყება 11 წლიდან და მოზრდილობამდე გრძელდება. ამას სხვანაირად აბსტრაქტული აზროვნების პერიოდსაც უწოდებენ. ამ პერიოდში ვითარდება და იხვეწება მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები. ამ ასაკში მოზარდს შეუძლია ჰიპოთეზების შემუშავება, შესაძლო ფაქტორების განსაზღვრა, დასკვნების გამოტანა ისე, რომ მსჯელობის საგანი არ იყოს პირდაპირ რეალობიდან აღებული. მოზარდებს უვითარდებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ ტექსტის ლოგიკურ გამართულობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჟ. პიაჟეს თქმით, ამ ოთხი სტადიის თანმიმდევრობა ცვლილებას არ ექვემდებარება, თითოეული სტადიის აღმოცენებისთვის განკუთვნილი ასაკი მხოლოდ მიახლოებითია.

წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий