воскресенье, 20 августа 2017 г.

როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი


როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი - გზამკვლევი მასწავლებლებს მანანა ბოჭორიშვილი

პროექტი როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა,
სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. როგორც ცნობილია, პროექტული მიდგომა საჭიროა მაშინ, როდესაც პრობლემაა გადასაჭრელი; პროექტი როგორც მრავალფუნქციური მეთოდი საშუალებას აძლევს პროექტის ავტორს, დეტალურად გაწეროს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო.

პროექტი შეიძლება შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია).

მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი:

1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს. იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას, მოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას.
2. მასწავლებელი სვამს პრობლემას, მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს.
3. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.

საგანმანათლებლო პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:


  •  თავფურცელი; 
  •  ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ; 
  •  პროექტის აღწერა; 
  •  პროექტის შესრულების განრიგი; 
  •  ბიუჯეტი/რესურსები; 
  •  მოსალოდნელი შედეგები; 
  •  მონიტორინგი და შეფასება.


განაცხადს უნდა დაურთოთ:
დამატებითი ინფორმაცია/დანართები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელსა და გასაგებს: კითხვარები, ფოტომასალა, ვიდეომასალა და ა.შ.).

არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად.

ხშირად მასწავლებელს ან მასწავლებელთა ჯგუფს საგანმანათლებლო პროექტის შედგენა უწევს. ეს შეიძლება იყოს სასკოლო პროექტი ან განაცხადი, რომლითაც მასწავლებელი საგრანტო ან სხვა ტიპის კონკურსში მონაწილეობს. გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ


საპროექტო განაცხადის ფორმა




პროექტის აღწერა

ა) პრობლემის განსაზღვრა (არსებული სიტუაციის ანალიზი)

გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი. პრობლემის ხაზგასმისას მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ კვლევებს, გამოკითხვას, არსებული მონაცემების ანალიზს. მაგალითად


მაგალითად



ბ) მიზანი

გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, რისი მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომელიც მიმართული იქნება ზემოთ აღწერილ პრობლემასთან. მაგალითად
მაგალითად



გ) ამოცანები

გულისხმობს მიზნის მისაღწევად გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს. აქ უნდა მიუთითოთ, რა ამოცანების შესრულებას აპირებთ პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. მიზნის მისაღწევად შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამდენიმე ამოცანა პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მაგალითად



დ) განხორციელების გზები

გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენ მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი, რომელიც უპასუხებს შემდეგ კითხვებს:

1) "როგორ?" - როგორ შეასრულებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?
2) "ვინ" - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? რა არის პროექტში მათი ფუნქცია?

მაგალითად



პროექტის შესრულების განრიგი

ეს თავი უნდა შეიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ მსვლელობას. მასში უნდა აისახოს ეტაპებად დაყოფილი პროექტის შესასრულებლად გასაწევი საქმიანობა, განაწილებული თვეების (დღეების, კვირების, კვარტალების) მიხედვით, თქვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მაგალითად



დროის ტაბულა ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, მასზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ და გასაგებად გამოისახოს.

რესურსები/ბიუჯეტი

როდესაც პროექტი ხორციელდება სკოლაში არსებული რესურსების გამოყენებით, პროექტის ამ ნაწილში უნდა მოხდეს რესურსების ჩამოთვლა. 

თუ მასწავლებლის, სკოლის პროექტი საგრანტო კონკურსში მონაწილეობს, პროექტის ბიუჯეტის შედგენისას აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:


  •   ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს ცხრილის სახე (იხ ცხრილი);   
  • თუ დაფინანსების წყარო რამდენიმეა, ცხრილს, შესაბამისად, უნდა დაემატოს სვეტი, სადაც მითითებულ იქნება:
    ა) დაფინანსების წყარო,
    ბ) დაფინანსების საგანი (სამუშაო/მომსახურება) და
    გ) თანხის რაოდენობა;  
  •  ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ სამუშაოებს/მომსახურეობის სფეროებს, რომლებიც შეესაბამება პროექტის ამოცანებს (ქვემოთ მოყვანილი სამუშაოები/მომსახურების სფეროები მხოლოდ მაგალითებია). არ შეიტანოთ ბიუჯეტში ის პუნქტები, რომლებიც არ არის აუცილებელი, არ არის არსებითი ან შეუსაბამოა თქვენი პროექტისთვის. 
  •  ბიუჯეტის პუნქტებზე ფასები/ღირებულება უნდა მიეთითოს ლარებში.


ბიუჯეტის სავარაუდო ვერსია




აღჭურვილობის ჩამონათვალში კომპიუტერულ, აუდიო, ვიდეო თუ სხვა სახის ტექნიკაზე აუცილებლად უნდა მიეთითოს კონფიგურაცია, საფირმო დასახელება და მოდელის ნომერი.


  •  აღჭურვილობასა თუ მომსახურებაზე მითითებული ფასები უნდა იყოს დასაბუთებული (პროექტის დანართში უნდა იყოს ინვოისები) და ბაზრის შესატყვისი. 
 საბანკო მომსახურებისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის პუნქტების ჯამის 1%-ს.

მოსალოდნელი შედეგები

ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას. სასურველია, შედეგები დაყოთ:

ა) რაოდენობრივი მაჩვენებლებით;

ბ) თვისებრივი მაჩვენებლებით.

სასურველია მიუთითოთ აგრეთვე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თქვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.

მონიტორინგი და შეფასება

განაცხადის ფორმის ამ ნაწილში თქვენ უნდა შესთავაზოთ სკოლას, ფონდს, დონორს, კონკურსის ორგანიზატორს, როგორ აწარმოოს დაკვირვება თქვენი პროექტის მიმდინარეობაზე და რა კრიტერიუმებით შეაფასოს მისი წარმატება.

მონიტორინგი

ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ, როგორი იქნება პროექტის განვითარებაზე თვალყურის დევნების (მონიტორინგის)თქვენი მექანიზმი და პერიოდულობა.

შეფასება

მიუთითეთ ის სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც განსაზღვრავს თქვენი პროექტის წარმატებას. კრიტერიუმები უმეტესად დასახული ამოცანების გადაჭრის ხარისხის გასაზომადაა მიმართული.

მას შემდეგ, რაც პედაგოგი პროექტის შედგენას დაასრულებს, იწყება მისი დანერგვის პროცესი, რომელიც ძირითადად პროექტით განსაზღვრული სამუშაო გეგმის მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს.

პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის ავტორი და პროექტზე მომუშავე ჯგუფი შეისწავლის პროექტის შედეგებს და წერს პროექტის ანგარიშს.

პროექტის ანგარიშის ფორმა

პროექტის დასახელება ........................................................................................

პროექტის ვადები .................................................................................................

  •  განხორციელების მიმოხილვა 
  •  წარმოშობილი სირთულეები და მათი დაძლევის გზები 
  •  მიღწეული შედეგები 
  •  გადაჭრილი პრობლემა, შესრულებული ამოცანა, მიღებული შედეგების მდგრადობა

წყარო





Никнейм ქეთი მასწავლებელი зарегистрирован!



Комментариев нет:

Отправить комментарий