понедельник, 19 сентября 2016 г.

ალბერტ ბანდურას რჩევები მასწავლებლებს


გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორის, ალბერტ ბანდურას რჩევებს სპეციალურად მასწავლებლებისთვის:


  • აჩვენეთ მოსწავლეებს ახალი ქცევის მაგალითები, ამით თქვენ მათ ახალი ქმედებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარებით.
  • გახსოვდეთ, რომ ახლად ათვისებული მასალა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ახდენს გავლენას მოსწავლის ქმედებაზე.
  • წააქეზეთ მოსწავლეები, ისეთი არჩევანი გააკეთონ, რაც მათი სწავლისთვის სასარგებლო იქნება.
  • გაამხნევეთ მოსწავლეები, პროდუქტიული მიზნები დასახონ.
  • ასწავლეთ მოსწავლეებს ეფექტური სწავლისა და ქცევის სტრატეგიები.
  • ბანდურას აზრით, 4 პირობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით ისწავლონ სამაგალითო ქცევაზე დაკვირვებით: ყურადღება, შენარჩუნება, გამეორება, მოტივაცია.
  • გაკვეთილი ისე დაგეგმეთ, რომ მოსწავლეებს დავალების ნაწილის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლოთ.
  • მიეცით მოსწავლეებს საშუალება , რომ ერთმანეთს შორის პატარა კონფლიქტები თავად გადაჭრან. ჩაერიეთ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გაძლიერდა.
  • როცა მოსწავლეები იმპულსურად იქცევიან და ვერ ახდენენ საკუთარი ემოციების კონტროლს, მიეცით მითითებები და აუხსენით, რა შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს.
  • წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თავიანთი ნამუშევარი და პროგრესი შეაფასონ.
  • წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თანაკლასელებს რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართონ.
  • ასწავლეთ მოსწავლეებს დავალებების დაგეგმვის კონკრეტული სტრატეგიები.

Комментариев нет:

Отправить комментарий