понедельник, 24 июля 2017 г.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები


21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები


სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.


კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.


კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.



საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები


საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.


მედიაწიგნიერება
● მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
● მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.


ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
● ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
● ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები


მოქნილობა და ადაპტაცია
● განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
● გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.


ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
● საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
● დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.


სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
● მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
● კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.


პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
● მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
● გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).


ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
● ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
● ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.



1წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის (www.21stcenturyskills.org). მასალის გამოყენების უფლება მიღებულია. 
Intel, Intel logo, Intel Education Initiative და Intel Teach Program ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში არიან კორპორაცია ინტელის საფირმო ნიშნები. *სხვა სახელწოდებები და ბრენდები შესაძლოა იყოს სხვათა საკუთრება
__________________________________________________________________________________
ინტელის სასწავლო პროგრამა
ძირითადი კურსი
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები >>>





Комментариев нет:

Отправить комментарий